სააღდგომო კრაფფიტები – აუცილებლად სცადეთ!

1181

სააღდგომო სუფრაზე უმთავრესი მნიშვნლობა კულიჩს ენიჭება. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა კრაფფიტები. გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.

ასეთი ტკბილეულის მომზადება ძალიან მარტივია. მთავარია – ცომი მოზილოთ პოზიტიურ განწყობაზე.

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 100გ შტოში
  • 350გ ფქვილი
  • 100გ ნუში
  • 30მლ ფორთოხლის წვენი
  • ფორთოხლის ცედრა
  • 130გ კარაქი
  • 80მლ რძე
  • 6გ მშრალი საფუარი
  • 2,5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • შაქრის ფხვნილი
  • ვანილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ რძე, საფუარი, შაქარი. 20 წუთი დატოვეთ თბილ ადგილას.

2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ 2 კვერცხის გული, 1 კვერცხი და 2,5 სუფრის კოვზი შაქარი.

3.რძიან მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კვერცხის მასა, თბილი კარაქი და ფორთოხლის წვენი. კარგად მოურიეთ. მოზილეთ ცომი და დატოვეთ თბილ ადგილას 1 საათი.

4.ამოფუებული ცომი გააბრტყელეთ თხლად და წაუსვით კარაქი. მოაყარეთ გამომშრალი ხილი, ნუში, ვანილი და ფორთოხლის ქერქი. ცომი დაახვიეთ რულეტისებურად და გაჭერით შუაზე (არა ბოლომდე). ლოკოკინისებურად დაახვიეთ ცომი და დაასვენეთ 20 წუთი.

5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი. შემდეგ 180 გრადუსზე 25 წუთი.

მოაყარეთ შაქარის ფხვნილი და დატკბით. გემრიელად მიირთვით!