რძიანი პური იმდენად რბილი და ნაზი გამოდის, ბამბას მომაგონებთ

2186

ვინც იაპონიაშია ნამყოფი, კარგად იცის, როგორი რბილი, ნაზი და ჰაეროვანი პური იყიდება იქ. რძით მოზელილი პური არ ჰგავს ჩვენთვის ჩვეულს, ის უბრალოდ პირში დნება.

ასეთი სირბილე მოზელვის სპეციალური მეთოდით “ტენჯონგ” მიიღწევა, რომელიც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს: ცომის ნაწილს უბრალოდ ხარშავენ და დანარჩენ ცომს უმატებენ.

ინგრედიენტები

  • 250 მლ რძე
  • 360 გრ ფქვილი
  • 0,25 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 20 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. 150 მლ თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. დატოვეთ 15 წუთით.

2. მოამზადეთ ტენჯონგი. შეურიეთ 100 მლ რძე, 20 გრ ფქვილი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ შესქელებამდე. გადმოდგით და გააცივეთ.

3. შეურიეთ 340 გრ ფქვილი, მარილი, კვერცხი, კარაქი, საფუვრიანი რძე, ოდნავ მოურიეთ ინგრედიენტებს და დაამატეთ მოხარშული ცომი. მოზილეთ რბილი ცომი.

4. წაუსვით ქვაბს ზეთი, მოათავსეთ ცომი, დადგით თბილ ადგილას 1,5 საათით. კვლავ მოზილეთ, 3-ად დაყავით და მოათავსეთ საცხობ ფორმაში.

5. ათქვიფეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ 2 ს.კ. რძე, წაუსვით პურებს. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ 30 წუთით.

უგემრიელესი და ფაფუკი პური მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!