რულეტი გამოდის ძალიან რბილი და გემრიელი. რეცეპტი ძალიან მარტივია.
ინგრედიენტები
- ფქვილი 55გ
- შაქარი 55გ
- მწიკვი მარილი
- გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- ჯემი 5 სუფრის კოვზი
- შაქრის ფქვნილი
მომზადება
- თავდაპირველად ერთმანეთს უნდა შეურიოთ ინგრედიენტების პირველი ნაწილი, დაუმატეთ 2 კვერცხი და კარგად მოურიეთ.
- მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა, ამოფინეთ პერგამეტით და წაუსვით კარაქი ან ზეთი. დაასხით ცომი, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
- ამ ცომის გამოსაცხობა საჭიროა 6 წუთი.
- ცხობის პარალერულად გაზქურაზე მოატავსეთ ჯამი, მასში ჩაასხით ჯემი და გააცხელეთ.
- გადმოიტანეთ ცეცხლიდან ჯემი და ღუმელიდან ბისკვიტი.
- მოხსენით ქაღლდი, წაუსვით ჯემი და დაახვიეთ რულეტისებურად.
გემრიელად მიირთვით!