როცა ყველა სალათი მოგბეზრდათ: პიკანტური წასახემსებელი გამომცხვარი ბულგარული წიწაკით და საიდუმლო სოუსით

282

იდეალური სალათია ის, რომელიც მარტივად მზადდება და ყველას მოსწონს. Gastronomia.ge–ს რედაქცია სეზონური წასახემსებლის ასეთ ვარიანტს გთავაზობთ. გადაჭარბების გარეშე სალათი გამომცხვარი ბულგარული წიწაკით კულინარიული ჯადოქრობაა.

სხვადასხვა პროდუქტების განსხვავებული კონსისტენციის წყალობით სიამოვნების რეცეპტორებს უბრალოდ ააფეთქებთ. გამომცხვარი წიწაკის ბაზა წასახემსებელს ანიჭებს განუმეორებელ სინაზეს და სიტკბოს, ხოლო ბრინზა და ზეთისხილი – პიკანტურობას. კერძი კალორიული არაა, მაგრამ ფაფასთან, თევზთან ან ხორცთან ერთად დაგანაყრებთ.

როგორ მოვამზადოთ სალათი გამომცხვარი ბულგარული წიწაკით

ფერადი კერძი გულგრილს არავის დატოვებს. რამდენიმე წესი დაიმახსოვრეთ, რომ იდეალური სალათი მოამზადოთ. წიწაკამ ფორმა და წვნიანობა რომ არ დაკარგოს, ზეთი აუცილებლად მოასხით. საცხობ ფორმაზე პერგამენტი დააფინეთ, წიწაკა გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 35 წუთი აცხვეთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ბულგარული წიწაკა
  • 1 მწვანე ხახვი
  • 100 გ ბრინზა
  • მარილი გემოვნებით
  • 2 კბილი ნიორი
  • 80 გ ზეთისხილი
  • 20 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ ბალზამირებული ძმარი

მომზადების წესი:

1. გამომცხვარ ბულგარულ წიწაკას კანი, ყუნწი და თესლი მოაშორეთ. ზოლებად ან საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.

2. ნივრის კბილები და ცოტა მარილი დააბლენდერეთ, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი დაუმატეთ. ძმარი და ზეითუნის ზეთი ჩაასხით და კარგად აურიეთ. ცოტა სოიოს სოუსი და პაპრიკა შეგიძლიათ დაუმატოთ.

3. ბულგარულ წიწაკას ზეთისხილი და კუბებად დაჭრილი ბრინზა ან ფეტა დაუმატეთ.

4. საკაზმი მოასხით და ფრთხილად აურიეთ, რომ ყველი ძალიან არ დაიფშვნას.

5. სალათი წვრილად დაჭრილი კამით და ოხრახუშით მორთეთ. მზადაა!

ბულგარული წიწაკის სალათი ნებისმიერ სეზონზე განწყობას აგიმაღლებთ. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. ასე კერძი უფრო ფერადი გამოვა.