რომელი სასმლის მომზადება შეიძლება შავი მოცხარისგან

1536

გარდა იმისა, რომ შავი მოცხარი ძალიან გემრიელი კენკრაა, იგი დიდი ოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მასში 5-ჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე ლიმონში. მისგან უამრავი დესერტის მომზადებაა შესაძლებელი, თუმცა დღეს ჩვენ ამ კენკრას სულ სხვა მხრიდან გაგაცნობთ და გასწავლით, როგორ მოამზადოთ მისგან ღვინო.

სახლში დამზადებული ღვინო შავი მოცხარისგან

ინგრედიენტები

  • 10 კგ შავი მოცხარი
  • 5 კგ შაქარი
  • 15 ლ თბილი წყალი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში მოამზადეთ მოცხარი. კენკრა არ უნდა გარეცხოთ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ იგი მასში არსებულ ფერმენტაციისთვის საჭირო საფუარს დაკარგავს. ამიტომ, უბრალოდ მოაშორეთ ზედმეტი ნაგავი, ასევე მწვანე და გაფუჭებული კენკრა. შემდეგ კი კენკრა ხელით დაჭყლიტეთ.

2. დაჭყლეტილი მოცხარი ცალკე კონტეინერში გადაიტანეთ, სადაც ღვინისთვის რბილობი ფერმენტირდება. ჩვენ ამისთვის დიდი ზომის პლასტმასის კასრს ვიყენებთ.

3. დაუმატეთ შაქრის ნახევარი (2,5 კგ) თითქმის თბილ წყალს. კარგად გახსენით შაქარი და ჩაასხით კასრში რბილობთან ერთად. მოურიეთ, გადააფარეთ მარლა, რომ სასმელში არ ჩაცვივდნენ მწერები.

4. ჭურჭელი მოათავსეთ ბნელ და თბილ ადგილას (22-25°) 3-4 დღით, რომ ფერმენტირდეს.

5. არ დაგავიწყდეთ, დღეში 1-2-ჯერ ფრთხილად შეანჯღრიეთ კასრი, რომ რბილობი არ დამჟავდეს. თუ ღამით ცივა, შეფუთეთ ჭურჭელი თბილი ადეალათი, რომ სასმელმა ოპტიმალური ტემპერატურა შეინარჩუნოს.

6. 3-4 დღის შემდეგ სასმელი მიიღებს ღია ფერს, რბილობი უნდა მოაშოროთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საწური ან მარლა. კარგად გაწურეთ სითხე.

7. შემდეგ მთელი სითხე გადაიტანეთ ჭურჭელში, სადაც ფერმენტაციის პროცესი გაგრძელდება. ამისთვის უმჯობესია მინის ჭურჭელი გამოიყენოთ. ღვინომ ჭურჭლის მხოლოდ 75% უნდა დაიკავოს, რადგან ადგილი უნდა დატოვოთ გაზებისა და ფერმენტაციის სხვა პროდუქტებისთვის.

8. დაუმატეთ კიდევ 0,5 კგ შაქარი. ამისთვის, ჭურჭლიდან ამოიღეთ ცოტაოდენი ფერმენტირებული წვენი, გახსენით მასში შაქარი, ამის შემდეგ კი კვლავ ჭურჭელში ჩაასხით.

9. მოამზადეთ წყლის ტრაპი. ან შეგიძლიათ რეზინის ხელთათმანიც გამოიყენოთ, უბრალოდ, წინასწარი გახვრიტეთ იგი ნემსით. სასმელი შეინახეთ 18-25 გრადუსამდე ტემპერატურის მქონე ოთახში 30-50 დღით, ფერმენტაციისთვის.

10. თუ ფერმენტაციის პროცესი არ იწყება და ხელთათმანი არ იბერება, მაშინ შეგიძლიათ ჭურჭელში 8-10 ცალი გაურეცხავი ქიშმიში ჩაყაროთ, რაც სასმელს ფერმენტაციის პროცესის დაწყებაში დაეხმარება.

11. ჭურჭელზე წყლის ტრაპის ან ხელთათმანის დამაგრებიდან 5 დღის შემდეგ სასმელის ნაწილი ცალკე ჭურჭელში გადაასხით. წვენი ცოტატი შეათბეთ (ოღონდ არ გააცხელოთ) და გახსენით მასში 1 კგ შაქარი. შემდეგ მიღებული სიროფი კვლავ მინის ჭურჭელში ჩაასხით და კვლავ დაახურეთ რეზინის ხელთათმანი.

12. 10 დღის შემდეგ იგივე (ზემოთ მოცემული) მეთოდით დაუმატეთ წვენს დარჩენილი შაქარი. დაიმახსოვრეთ, რომ შაქარი ღვინოს სიმაგრეს მატებს, მაგრამ მისი დამატება მხოლოდ ფერმენტაციის პროცესის დასრულებამდეა შესაძლებელი. თუ მას გვიან დაუმატებთ, მაშინ ღვინის ნაცვლად მიიღებთ კომპოტს.

13. როდესაც 30-50 დღის შემდეგ ჭურჭელს ხელთათმანი მოძვრება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საფუარი ამოქმედდა და ფერმენტაციის პროცესიც დასრულებულია. გადაასხით მიღებული ღვინო (ნალექის გარეშე) სუფთა ჭურჭელში და შეინახეთ სარდაფში.

14. რამდენიმე დღეში, ჭურჭლის ფსკერზე ნალექი დაგროვდება. გირჩევთ, გაფილტროთ ღვინო ყოველ 20-25 დღეში. დროთა განმავლობაში ნალექი უფრო და უფრო იშვიათად დაილექება და სასმელის გაფილტრვაც უფრო ნაკლებად მოგიწევთ.

15. როდესაც ნალექი ჭურჭლის ფსკერზე აღარ დაილექება, ჩათვალეთ, რომ ღვინო მზად არის, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე შეგიძლიათ მისი დაგემოვნება.

გემრიელად მიირთვით!