როგორ უნდა მოამზადოთ ბოზბაში ცხვრის ან ბატკნის ხორცისგან

2937

ბოზბაში ირანულ-თურქული წამოშობის კერძია, რომელმაც მყარად დაიმკვიდრა ადგილი კავკასიურ სამზარეულოში და კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძი გახდა. ბოზბაშის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს. მას ამზადებენ როგორც ცხვრის ხორცის წვნიანის, ასევე გუფთის სახით, დანამატებად იყენებენ თურქულ ბარდას(“ნუტს”), წაბლის ან კარტოფილს, ხოლო ქართულ სამზარეულოში ბრინჯს.

ინგრედიენტები: 

  • ცხვრის ან ბატკნის ხორცი – 500 გ
  • ცხვრის დუმა – 50 გ
  • წყალი – 2 ლ
  • ხახვი – 200 გ
  • დანაყილი ბრინჯი  – 1 ს.კ.
  • ოხრახუში – 10 გ
  • ქინძი – 10 გ
  • პამიდორი – 100 გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. ბატკნის ან ცხვრის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, გარეცხეთ, დაასხით 2 ლ წყალი და დადგით  მოსახარშად. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი, დაამატეთ დუმაში მოშუშული წვრილად დაკეპილი ხახვი (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი პამიდორი ან ტომატ-პასტა).
  2. ხორცი რომ მოიხარშება, დაამატეთ დანაყილი ბრინჯი და ხარშეთ 10 წუთს. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, პილპილი და შეაზავეთ მარილით.

ულუფა: 4-5

მომზადება: 2 საათი

დონე: 2

გემრიელად მიირთვით!