როგორ მოვხარშოთ ბოსტნეული სწრაფად: ჭარხალიც კი მზად იქნება ზუსტად 10 წუთში

2076

ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ ბოსტნეულის მოსახარშად ძალიან მარტივი და სწრაფი გზა. ამისათვის, თქვენ მიკროტალღური ღუმელი დაგჭირდებათ. ასე მოხარშული ბოსტნეულის უპირატესობა არა მხოლოდ ისაა, რომ იგი ძალიან სწრაფად მზადდება, არამედ ისიც, რომ ბოსტნეული რჩება ისეთივე წვნიანი და გემრიელი, როგორც მოხარშვამდე.

გაითვალისწინეთ, რომ მომზადების დრო დამოკიდებულია ბოსტნეულის რაოდენობაზე. ჭარხლის მოსახარშადაც კი საშუალოდ 10 წუთი დაგჭირდებათ. თავდაპირველად, სუფთა ჭარხალი მოათავსეთ პაკეტში.

დაუმატეთ მას დაახლოებით 100 მლ წყალი და გააჩერეთ.

პაკეტი რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ და მოათავსეთ შესაფერის თეფშზე.

მოათავსეთ ჭარხლით სავსე პაკეტი მიკროტალღურ ღუმელში. დააყენეთ ტაიმერი 10 წუთზე და მაქსიმალურ სიმძლავრეზე მოხარშეთ ბოსტნეული.

იგივე გაიმეორეთ სტაფილოსა და კარტოფილის მოსახარშადაც. მოათავსეთ ბოსტნეული სხვადასხვა პაკეტებში, ხოლო მიკროტალღურში ისინი შეგიძლიათ ერთად მოათავსოთ. ამ შემთხვევაში, ბოსტნეული დიდი რაოდენობითაა და, შესაბამისად, მომზადების დროც ცოტათი უნდა გაზარდოთ.

ჩხირით შეამოწმეთ ბოსტნეული მოიხარშა თუ არა.

უფრო დეტალურად, ბოსტნეულის მოხარშვის შესახებ, იხილეთ ვიდეო: