როგორ მოვამზადოთ ხურტკმელის კომპოტი

2001

ზაფხულში საშინაო პირობებში მომზადებული სასმელები მთელი წლის განმავლობაში გამოგადგებათ. ზამთარში თბილ დღეებს გაგახსენებთ, ხოლო ზაფხულში-წყურვილს მოგიკლავთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით მომზადებული ხურტკმელის კომპოტი ისევე გამოიყურება, როგორც მოჰიტო და გემოცა და არომატიც მისი მსგავსი აქვს. მისი მომზადება ძალიან მარტივია.

ხურტკმელის კომპოტი სასიამოვნო და გამაგრილებელი ხურტკმელის კომპოტი მსუბუქი სიმჟავით თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს მოეწონება. ხოლო თუ სასმელს რამდენიმე ყინულის კუბს და თეთრ რუმს დაუმატებთ, უფროსებისთვის არაჩვეულებრივ კოქტეილს მიიღებთ.

ხურტკმელის საშინაო მოჰიტოს მომზადება ძალიან ადვილია. კენკრას და სიროფს არ სჭირდება მოდუღება, არც სტერილიზაციაა საჭირო, სასმელის შენახვა კი მთელი წლით შეგიძლიათ.

1 სამლიტრიანი ქილისთვის სამყოფი ინგრედიენტები

  • 350 გრ ხურტკმელი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ც ლიმონის ან ლაიმის ნაჭერი
  • კონა პიტნა ან ლიმონის ბალზამი
  • 2,5 ლ წყალი

თუ გსურთ რომ კომპოტი უფრო გემრიელი იყოს, უფრო მეტი კენკრა გამოიყენეთ. კენკრა აუცილებლად უნდა იყოს მწიფე და უდეფექტო. თუ მათ რაიმე ლაქა ან ნახეთქი აქვს, მის შენახვას დიდი ხნით ვერ შეძლებთ. იგივე ეხება პიტნას, გამოიყენეთ მხოლოდ ფოთლები, ყვავილების გარეშე. რამდენჯერმე გარეცხეთ პიტნა გამდინარე წყალში, შემდეგ კი მდუღარე წყალი დაასხით.

მომზადების წესი

1. სუფთა ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი ხურტკმელი, 3-5 ღერო დიდი ზომის პიტნა და 3 ნაჭერი ლიმონი. თუ ლიმონი ან ლაიმი არ გაქვთ, მის ნაცვლად შეგიძლიათ 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა ან წითელი მოცხარი გამოიყენოთ.

2. ქილა გაავსეთ მდუღარე წყლით, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 20 წუთით.

3. ქილაში არსებული წყალი გადაასხით ქვაბში და აადუღეთ.

4. ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა შაქარი და დაასხით ადუღებული წყალი, შემდეგ კი მოხუფეთ ქილა სტერილური თავსახურით.

5. ჩააბრუნეთ ქილა და შეფუთეთ თბილ ადეალაში 48 საათით. გემრიელად მიირთვით!