როგორ მოვამზადოთ ხორცი იაპონურად

1302

სამი მამაკაცი სახლში – ეს საკმაოდ რთულია თუ საქმე საჭმელს ეხება. ხორცი მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ კატლეტიდა შემწვარი ხორცი ყველას ძალიან მოგვბეზრდა. ამ კერძების გარდა, ხორცისგან კიდევ მრავალი კერძი არსებობს.

ახლახანს მე ისინი გავახარე ამ საოცარი იაპონური კერძით – შემწვარი ღორის ხორცი საოცარ მარინადში. ხორცის ნაჭრები გამოდის ძალიან წვნიანი, მაგრამ ამავდროულად ის ხრაშუნაცაა. აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 600გ
  • ნიორი 2 კბილი
  • სოიოს სოუსი 6 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • ნიგოზი 0,5 ჩაის კოვზი
  • ჯანჯაფილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ქინძი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.დაჭყლეტილ ნიორს დაუმატეთ სანელებლები და შაქარი. შემდეგ მასას დაუმატეთ სახამებელი, სოიოს სოუსი და კარგად მოურიეთ მანამ, სანამ მარინადი არ გახდება ერთგვაროვანი.

2.გამდინარე წყალში გარეცხეთ ხორცი, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, დაბეგვეთ და მოასხით მარინადი. მოათავსეთ მაცივარში 3 საათით.

3.ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი და მაზე მოათავსეთ დამარინადებული ღორის ხორცი. კარგად დაბრაწეთ ხორცი.

სუფრაზე ეს კერძი გაიტანეთ ცხელ მდგომარეობაში, შეგიძლიათ გააფორმოთ ხახვით და მწვანილით. ასევე ეს კერძი ძალიან უხდება კარტოფილს და სალათებს. შექმენით სიყვარულით და არ შეგეშინდეთ სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩვენთან ერთად!