როგორ მოვამზადოთ შვრიის დიეტური ბლინები: სწორი რეცეპტი

3031

თუ თქვენს ფიგურას უფთხილდებით, დილის დაწყება შვრიის ბლინებით – საუკეთესო იდეაა! შვრიის ბლინი პიცას ან ლავაშს ჰგავს: უამრავი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხილი, არაქისის პასტა, ისპანახი, ხორცი, ყველი, ზღვის პროდუქტები – ეს კერძი არასოდეს მოგბეზრდეათ!

გთავაზობთ შვრიის ბლინების ორი სახეობის შიგთავსს: ტკბილსა და მარილიანს. იმავე პრინციპით შეგიძლიათ თავადვე ააწყოთ საყვარელი პროდუქტები. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ არა სწრაფად ხსნადი, არამედ ისეთი შვრია, რომლის მოხარშვას 10 წთ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 6 ს.კ. შვრია
  • 2 კვერცხი
  • 6 ს.კ. რძე
  • 1 ც ბანანი
  • 1 ს.კ. არაქისის პასტა
  • 2 ს.კ. კრემ-ყველი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. დააბლენდერეთ შვრია, დაუმატეთ კვერცხი, რძე, მარილი. მოურიეთ და გაყავით მასა ორ ნაწილად. გამოაცხვეთ ორი ბლინი ზეითუნის ზეთში.

2. პირველ ბლინს წაუსვით არაქისის პასტა, ნახევარ მხარეს მოათავსეთ დაჭრილი ბანანი, დააფინეთ მეორე მხარე. მეორე მხარეს წაუსვით კრემ-ყველისა და მწვანილის ნაზავი. გადაკეცეთ შუაზე.

შვრიის ბლინის კალორიულობა 100 გრამზე გახლავთ 125 კკალ. თუზეთის გარეშე გამოაცხობთ – უფრო ნაკლები. ჯანსაღი და გემრიელი საუზმე მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!