როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ყვავილოვანი კომბოსტო: საუკეთესოა!

533

თუ თქვენ კომბოსტო არ გიყვართ, ეს აზრი დღეის შემდეგ შეგეცვლებათ.

დაბრაწული, გემრიელი, ხრაშუნა გარედან და რბილი შიგნიდან, შემწვარი კომბოსტო შეუძლებელია არ გიყვარდეთ.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო
  • 3 კვერცხი
  • 6 სუფრის კოვზი ფქვილი
  • ზეთი
  • 1 ჭიქა საფანელი
  • 50გ ყველი
  • 1/2 ჩაის კოვზი კარრი
  • მარილი

მომზადება

  1. კომბოსტო დაანაწევრეთ, მოათავსეთ ქვაბში, ჩაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ მოხარშეთ 5 წუთი, გადაიტანეთ თუშფალანგზე.
  2. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი კარრისთან ერთად, მოაყარეთ მარლი და ფქვილი. მოურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  3. ცალკე ჯამში მოათავსეთ საფანელი და ყველი.
  4. კომბოსტო ამოავლეთ თხევად ცომში, შემდეგ კი საფანელისა და ყველის მასაში. შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!