როგორ მოვამზადოთ ღუმელში ლორი სახლის პირობებში

458

თვენ დაგჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები. მთავარია – ახალი ხორცი გამოიყენოთ. ცოტა სანელებლები, ნიორი და ლორი შეუდარებელი გამოვა.

ინგრედიენტები

  • ხორცი 500გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • პილპილი 0,5 ჩაის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 0,25 ჩაის კოვზი
  • ნიორი 3-5 კბილი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ხორცი, გაამშრალეთ. თუ ნაჭერი დიდია, მაშინ გაყავით შუაზე.

2.გახეხეთ ნიორი ან დაჭყლიტეთ. ლორს მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაფნა და წაუსვით ნიორი.

3.შეფუთეთ ფოლგაში ამ საცხობ ცელოფანში. დატოვეთ დასამარინადებლად ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათი. მაცივარში 1 ან რამდენიმე დღით შეგიძლიათ დატოვოთ.

4.გამოაცხვეთ 200 გრადუზე 30 წუთი. თუ ნაჭერი სქელია, მაშინ გაზარდეთ დრო.

გემრიელად მიირთვით!