როგორ მოვამზადოთ ქათმის ცხობილა -დიასახლისების ფავორიტი კერძი

1380
Mexican enchilada in a baking dish with the ingredients on the table. horizontal view from above

მარტივი კერძები, რომლებიც უბრალო და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მზადდება, ყოველთვის იქნება ფავორიტი დიასახლისებისთვის. დღეს ჩვენ სწორედ ასეთ რეცეპტს გაგაცნობთ.

ქათმის ცხობილა კარტოფილით

ამ კერძის მთავარი საიდუმლო – მაქსიმალურად თხელი ფენა, რომელიც სწრაფად მზადდება და კარგად იწოვს რძეს. ეს ცხობილა ქათმით და კარტოფილით მზადდება სულ, რაღაც 40 წუთში, რაც მთავარია მისი ულუფები საკმარისია სრულყოფილი ოჯახის დასანაყრებლად.

მოდით მოვამზადოთ ეს მადისაღმძვრელი კერძი!

ინგრედიენტები

  • 1 ქათმის ფილე
  • 3 პომიდორი
  • 600გ კარტოფილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 300გ ყველი
  • სანელებლები ქათმისთვის

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ქათამი. ფოლე დაჭერით საშუალო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები. დატოვეთ დასამარინადებლად, სანამ დანარჩენ ინგრედიენტებს მიხედავთ.

2.ყველი გახეხეთ მსხვილად, ხოლო პომიდორი დაჭერით თხელ წრეებად.

3.კარტოფილი შეგიძლიათ გახეხოთ ან პომიდვრის მსგავსად წვრილად დაჭრათ. პირველ შემთხვევაში ცხობილა გამოვა უფრო ერთგვაროვანი.

4.ამ კერძისთვის უმჯობესია გამოიყენოთ დიდი ჭურჭელი, რომლითაც შეძლებთ მის მაგიდაზე გატანას. პირველი ფენა – აუცილებლად უნდა იყოს კარტოფილი. მასზე დაალაგეთ ქათმის ნაჭრები, რომელიც კვლავ გადაფარეთ კარტოფილით. ყველა კარტოფილის ფენა დაამარილეთ.

5.ახლა კი სამივე ფენას უნდა მოასხათ რძე, ხოლო ზემოდან უნდა დაალაოთ პომიდვრები. ყველი ამ კერძისთვის დამაგვირგვინებელი ელემენტია. ამ კერძს ძალიან უხდება იმპროვიზაცია, ამიტომაც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქინძი, ყვითელი კოჭა, პაპრიკა და კარრი.

6.კერძი აუცილებლად გამოაცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში. ცხობის ტემპერატურა – 220 გრადუსი. დრო არეგულირეთ რძის აორთქლების მიხედვით. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოხადეთ თავზე, ამით მისი ზედაპირი გახდება სასიამოვნოდ ხრაშუნა.

საახალწლო მაგიდისთვის ეს კერძი ძალიან უბრალოა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამ კერძის გაუმჯობესება ხახვის და სოკოს დამატებით.

მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები!