როგორ მოვამზადოთ ფირფიტები ფქვილის გარეშე

260

ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა დესერტის მომზადება ფქვილის გარეშე.

უფქვილო ბისკვიტებისგან ნებისმიერი ტორტის აწყობა შეგვიძლია.

ჩემი ფავორიტი დესერტი ნიგვზის ტორტია, მისი მომზადება და რათქმა უნდა დაგემოვნება არასდროს მბეზრდება.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 4 სუფრის კოვზი
  • სახამებელი 3-4 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 300-400გ
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი
  • ვანილი და ნიგოზი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ კორჟები. ათქვიფეთ 4 ცილა. ამოფუების შემდეგ დაუმატეთ გული და გააგრძელეთ თქვეფა.

2.შემდეგი ინგრედიენტი – 2 სუფრის კოვზი შაქარი.

3.მოაყარეთ ვანილი არომატისთვის. მზადების ბოლოს დაუმატეთ სახამებელი. მე გამოვიყენე კარტოფილის.

4.ნახევარი ვანილის ცომი გადაიტანეთ სილიკონის ხალიჩაზე. მოასწორეთ ნიჩბით. მეორე ნაწილს დაუმატეთ კაკაო და კარგად მოურიეთ.

5.დაასხით თეთრი ცომის გვერიდთ შავი ცომი. გამოაცხეთ 170 – 180 გრადუსზე 12 წუთი.

6.კორჟები დაჭერით კვადრატებად. მოვამზადოთ არაჟნის კრემი. ამისათვის არაჟანს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და ცოტა ვანილი.

7.ბიკვიტის კვადრატები ამოავლეთ კრემში, მოურიეთ. ააწყეთ დესერტი ფენებად და მოაყარეთ ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!