ჩანახი უგემრიელესი კერძია, რომელიც ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება. თუ არ გაგისინჯავთ, გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ.
ინგრედიენტები:
- ცხვრის ხორცი – 800 გრამი
- პამიდორი – 1 კილოგრამი
- ბადრიჯანი – 6 ცალი
- ხახვი – 200 გრამი
- დაჭრილი რეჰანი – 1 ჩაის ჭიქა
- ნიორი – 1 თავი
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
ჩანახი ქოთნებში კეთდება. ჩვეულებრივ თითო ულუფას ცალ-ცალკე პატარა ქოთნებში აკეთებენ. ოჯახში ამის პირობები არ არის. მაგრმა 6 კაცის ულუფა კი ერთ ქოთანში შეიძლება გაკეთდეს შემდეგანირად:
- ქოთნის ძირში დავაწყოთ ერთი წყება დაჭრილი ხორცი, შემდეგ დავალაგოთ ბადრიჯნები, რომელთაც ჩაჭრილ ადგილებში დატანებული ექნება ხორცისა და ნივრის ნაჭრები;
- შემდეგ ჩავალაგოთ ხორცი, ხახვი და პამიდორები;
- ზემოდან მოვაყაროთ ნიორი და წვრილად დაჭრილი რეჰანი, მარილი და თავიდანვე მოვაყაროთ ხორცსაც და ბადრიჯანსაც.
- ქოთანი შევდგათ ჰაერღუმელში. პირველ ხანებში ვხარშოთ თავდახურული, შემდეგ კი-თავღია.
- დაახლოებით 1 ½ საათის შემდეგ ჩანახი მზად იქნება.