როგორ მოვამზადოთ საუკეთესო მოსართავი ნებისმიერი სალათისთვის, ფასდაუდებელი რეცეპტი.

1447
როგორ მოვამზადოთ საუკეთესო მოსართავი ნებისმიერი სალათისთვის! ფასდაუდებელი რეცეპტი!
როგორ მოვამზადოთ საუკეთესო მოსართავი ნებისმიერი სალათისთვის! ფასდაუდებელი რეცეპტი!

კარგ მოსართავს ნებისმიერი სალათის გადარჩენა შეუძლია! მაშინაც კი თუ ეს დაბალ კალორიული კერძი არის, შეგიძლიათ მოამზადოთ სალათი ისე, რომ ყველა მის დამატებას მოგთხოვთ…

გთავაზობთ ეს შესანიშნავი მოსართავები გასინჯოთ, რომლებიც მენიუს მრავალფეროვანს გახდიან და ნებისმიერი კერძის გემოს გაამდიდრებენ. განსაკუთრებით მომეწონა მაიონეზი კვერცხის გარეშე: ძალიან გემრიელია, ყველაზე მარტივი ინგრედიენტები სჭირდება და მავნე შეძენილ მაიონეზს შესანიშნავად ჩაანაცვლებს.

ბრინჯის მაიონეზი

ინგრედიენტები:

  • 100 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 200 მლ ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ მდოგვი

მომზადება:

1.ბრინჯი მოცემული მცენარეული ზეთის ნახევარს ბლენდერის საშუალებით კარგად აურიეთ. მდოგვი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.

2.ნელ-ნელა ბრინჯის ნარევს დარჩენილი ზეთი დაუმატეთ, სოუსი ათქვიფეთ.

3.როცა სოუსი საკმარისად სქელი გახდება, შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. მაიონეზი 10 წუთით გააჩერეთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაქუცმაცებული ნიორი ან მწვანილი დაუმატოთ – უბრალოდ შეუდარებელი გამოდის!

ნაღების მოსართავი

ინგრედიენტები:

  • 1/3 იოგურტი (არა ტკბილი)
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 2 ს/კ რძე
  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი ბლენდერში დააბლენდერეთ. ამ მოსართავს ძალიან ნაზი გემო აქვს, შესანიშნავია ბოსტნეულის, ლობიოს, თევზი-ბოსტნეულის სალათებისთვის.

პომიდვრის მოსართავი

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა პომიდვრის წვენი
  • 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ახალი ბაზილიკა
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადება

ასეთი მოსართავი ბოსტნეულის სალათს მდიდრულს გახდის, ის შესანიშნავია სოკოს სალათებისთვის, ასევე კარგად ერწყმის ყველას ფეტას და მოცარელას. საკმარისია ყველა ინგრედიენტი დააბლენდეროთ და სუპერ სოუსი მზად არის!

ეს მოსართავები ძალიან მომწონს: ყველაზე მარტივი სტაფილოს ბოსტნეულის სალათიც კი გემრიელი გამოვა, თუ მას ბრინჯის მაიონეზს მოასხამთ. ნაღების მოსართავი უბრალოდ შესანიშნავია მოხარშული კვერცხის მწვანილის სალათებისთვის. სცადეთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი, შედეგი თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!