როგორ მოვამზადოთ მოხარშული შაქარი რძეზე

1115
Bowl with condensed milk and spoon on table close up

სახლში მომზადებული ტკბილეული ყოველთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნაყიდი. ამავდროულად თქვენ დანამდვილებით გეცოდინებათ, რისგან შედგება ტკბილეული, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ თქვენი ბავშვები.

მოხარშული შაქარი

დღეს ჩვენ მოგიყვებით ძალიან საინტერესო რეცეპტს, რომელიც მარტივად შეცვლის მაღაზიაში ნაყიდ კარამელს და ყველასათვის საყვარელ კანფეტს “ძროხა”

ეს რეცეპტი ძალიან გამოადგებათ ახალგაზრდა დედებს. თუ ბავსვი მოითხოვს ტკბილეულს, თქვენ მარტივად შეძლებთ მის მომზადებას უბრალო ინგრედიენტების საშუალებით.

მოხარშული შაქარი რძეზე მზადდება დაახლოებით 15 წუთში. სისხე და სიმაგრე თქვენიტ შეგიძლიათ აკონტროლოთ.

ინგრედიენტები

  • 200გ შაქარი
  • 45გ კარაქი
  • 40მლ რძე

მომზადება

1.იმისათვის, რომ სწრაფად მოამზადოთ მოხარშული შაქარი, თქვენ დაგჭირდებათ კარგი, ღრმა ქვაბი. მასში ჩაყარეთ მთელი შაქარი და დადგით ნელ ცეცხლზე.

გაიტვალისწინეთ, რომ შაქრის მორევა არ არის რეკომენდირებული. მაგრამ სწრაფად უნდა დაიჭიროთ ის მომენტი, როცა მთლიანი შაქარი ლღვება.

2.ამის შემდეგ მოუმატეთ ცეცხლს და შაქარს დაუმატეთ კარაქი. ახლა კი აუცილებლად მოურიეთ.

3.ცალკე გააცხელეთ რძე და ცხლად დაასხით შაქარს. აუცილებლად მოურიეთ მთელ მასას ნიჩბით.

4.კარამელი აადუღეთ კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში, ცხელი მასა ჩაასხით ფორმებში. ამისათვის გამოგადგებათ ყინულის ან კექსის ფორმები.

5.კარამელი გააგრილეთ 15 წუთის განმავლობაშ, რის შემდეგაც მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით. გემრიელად მიირთვით!

ასეთი ტკბილეული ძალიან გაახარებს ბავშვებს. მერწმუნეთ მისი გასინჯვის შემდეგ ტქვენც ვერ იტყვით ამსზე უარს. გემრიელი პიტნის ჩაი ძალიან უხდება ამ ტკბილ დესერტს.