როგორ მოვამზადოთ ლავაშის გემრიელი კონვერტები ხაჭოსა და ალუბლის შიგთავსით, უმოკლეს დროში

1423

როდესაც სამზარეულოში ლავაში მოგეპოვებათ, ნაკლები დრო და ძალისხმევა გჭირდებათ სხვადასხვა წასახემსების მოსამზადებლად: არ გჭირდებათ ცომის მოზელა, თანაც, ყველა კერძი ძალიან თხელი გამოდის. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეცეპტში ღუმელის გაცხელებაც კი არ გჭირდებათ, რადგან ლავაშის კონვერტები ტაფაზე ყველაზე სწრაფად მზადდება. ასე ისინი არა მხოლოდ ხრაშუნა, არამედ ძალიან მადისაღმძვრელიც გამოდის.

ლავაში ხაჭოთი და ალუბლით გაგაოცებთ ტკბილ-მჟავე გემოთი. შიგთავსიანი სამკუთხა კონვერტები ისევე სწრაფად იჭმება, როგორც ტკბილი ბლინები და სირნიკები, მაგრამ მათზე უფრო სწრაფად მზადდება. ამ დესერტის საიდუმლო გახლავთ ხაჭო, რომელიც რბილი ყველის კონსისტენციამდეა დაყვანილი, ალუბალი კი წარმოუდგენლად ჰაეროვანი გამოდის ხაჭოს კრემში.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ხაჭო
  • 200 გრ ალუბალი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ც ბანანი
  • 1 ს.კ. ვანილის შაქარი
  • 250 გრ ლავაში

მომზადების წესი

1. ხაჭო ორი სახის შაქართან და ბანანთან ერთად დააბლენდერეთ ერთგვაროვან, კრემისებრ კონსისტენციამდე.

2. ლავაში გრძელ ოთხკუთხედებად დაჭერით, 1×3-ზე შეფარდებით. შემდეგ გაყავით ლავაში სამ კვადრატად და თითოეული კვადრატის ცენტრში ერთი კოვზი ხაჭოს მასა მოათავსეთ.

3. ხაჭოს მასაზე ალუბალი მოათავსეთ და გადაკეცეთ ლავაში ისე, რომ მიიღოთ სამკუთხედი. იგივე გაიმეორეთ დანარჩენი ინგრეიდენტებითაც.

4. ტაფას მცენარეული ზეთი წაუსვით და გააცხელეთ. შეწვით შიგთავსიანი კონვერტები, სანამ თითოეული სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს და ცხელ მდგომარეობაში მიირთვით.

ლავაშის კონვერტების შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ ყველითა და მწვანილით, ხორცით, ხაჭოთი და ქიშმიშით. მთავარია შიგთავსი წვნიანი იყოს. ასევე იდეალურია ვაშლი დარიჩინთან ერთად, მაგრამ ისინი წინასწარ უნდა დაატკბოთ შაქრით. მიირთვით ეს გემრიელობა მურაბასთან ან არაჟანთან ერთად. სილამაზისთვის დესერტს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.