როგორ მოვამზადოთ კულიჩისთვის ცუკატები სახლის პირობებში

732

უკვე მალე დაიწყებენ დიასახლისები უგემრიელესი კულიჩების ცხობას. თითოეულ ოჯახში ეს საოცარი ტკბილეული განსაკუთრებულად და ერთმანეთისგან განსხვავებულად მზადდება. ყველა ბარტიანტი შეუდარებელია!

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ბოსტნეულის და ხილის კულიჩები. დამიჯერეთ, ეს რეცეპტი ძალიან ძველია, ასე ვთქვად უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი ოჯახისთვის მათი მომზადება.

დაგჭირდებათ უმარტივესი პროუქტები.

ინგრედიენტები

  • 400გ ჭარხალი
  • 1 ლიმონი
  • 700გ გოგრა
  • 1კგ ალუბალი
  • 500გ სტაფილო
  • 1კგ შაქარი
  • 4 სუფრის კოვზი ლიმონი
  • არომატიზატორი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და მოაშორეთ ქერქი. დაჭერით გოგრა, ჭარხალი, სტაფილო და მოათავსეთ ქვაბში. მოასხით წყალი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე.

წყლის ადუღების შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი (გოგრას 2 სუფრის კოვზი, ჭარხალს 1 სუფრის კოვზი).

2.დატოვეთ ბოსტნეული 25 წუთი მოსახარშად.

გამოწურეთ ქვაბში არსებული წყალი, ბისტნეულს მოაყარეთ შაქარი. დააბრუნეთ ღუმელზე 15 წუთი.

ჭარხლის ცუკატებს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი არომატიზატორი.

გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაასვენეთ 5 საათი. ამასობაში ცუკატები შეიწოვენ შაქარს და სიროპს. შემდეგ მეორედ მოხარშეთ. საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი. ისევ გააგრლეთ 5 საათი.

3.მესამე მოხარშვაც ანალოგიურად ჩაატარეთ, როგორც წინა ორი. გააგრლეთ ცუკატები და ჩაყარეთ თუშფალანგში.

გააშრეთ 80 გრადუსზე 30-35 წუთი.

4.რაც შეეხება ალუბალს. გალღობის შემდეგ გადაასხით ზედმეტი წყალი და მოაყარეთ შაქარი. ალუბალმა უნდა გამოუშვას წვენი. რის შემდეგაც უნდა მოხარშოთ 15 წუთი, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ 5 საათი. გაიმეორეთ ბოლო 2 პროცედურა 6 ჯერ, შემდეგ გამოაცხეთ ღუმელში.

მზა ცუკატები გაანაწილეთ ქილებში და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!