როგორ მოვამზადოთ კერძი “პიკასო” ქათმის მკერდით და ბოსტნეულით

1702

ქათამი “პიკასო” არა მხოლოდ გამომცხვარი ხორცის მკერდი, არამედ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია! ამ უგემრიელესმა კერძმა ეს სახელწოდება მიღო იმ ფერადი ბოსტნეულის წყალობით, რომელიც მისი მომზადების პროცესში გამოიყენება. ასე გამომცხვარი ქათმის ხორცი ნამდვილად იმსახურებს სადღესასწაულო სუფრაზე ყოფნას.

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბოსტნეულით

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ ქათმის ხორცის კერძი “პიკასო”. ეს რეცეპტი ნებისმიერი დიასახლისის მაშველია.

ინგრედიენტები

  • 3 ქათმის მკერდი
  • 1-2 ც ხახვი
  • 2 ც ტკბილი პილპილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 4 ც პომიდორი
  • 100 გრ ყველი
  • 0,5 ჭიქა ნაღები
  • 100 მლ წყალი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 1 ს.კ. პროვანსალური ბალახი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 3-4 ღერო ოხრახუში არომატისთვის

მომზადების წესი

1. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ. დაალაგეთ ტაფაზე გარეცხილი ქათმის მკერდი, ორივე მხარეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, მსუბუქად შეწვით. შემდეგ კი საცხობ ფორმაში მოათავსეთ.

2. გაასუფთავეთ, გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით ხახვი, შემდეგ კი შეწვით, სანამ მსუბუქი ოქროსფერი არ გახდება და საცხობ ფორმაში ჩალაგებულ ქათმის მკერდზე მოათავსეთ.

3. წვრილად გახეხეთ ყველი, ბულგარული პილპილი რგოლებად დაჭერით, ნიორი წვრილად დაჭერით ან დაჭყლიტეთ, პომიდორს კი კანი გააცალეთ და დაჭერით.

ბულგარული პილპილი შეწვით, სანამ დარბილდება და შემდეგ ხახვზე დაალაგეთ.

4. დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი ტაფაზე 30 წამის განმავლობაში შეწვით, შემდეგ დაასხით წყალი და დაუმატეთ დაჭრილი პომიდვრები. მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ პროვანსალური ბალახი და მუსკატის კაკალი. მოურიეთ და მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში.

5. სოუსს დაუმატეთ ნაღები, კვლავ მოურიეთ და კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში მოთუშეთ, დრო და დრო მოურიეთ.

6. საცხობ ფორმაში მოთავსებულ ქათმის მკერდს, ხახვს და ბულგარულ პილპილს ზემოდან მოასხით სოუსი.

7. საცხობ ფორმას ფოლგა გადააფარეთ და კარგად დაამაგრეთ ყველა მხარეს. გამოაცხვეთ კერძი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გამოდგით კერძი ღუმელიდან, მოხსენით ფოლგა და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ ქათამი დამატებით 10 წუთით, ფოლგის გარეშე.

8. მზა კერძი ცხელ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ. არომატისთვის კერძს ზემოდან წინასწარ დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

ღუმელში გამომცხვარი ქათმის მკერდი ძალიან ფაფუკი გამოდის, კერძს მოტკბო გემო აქვს, რაც ბულგარული პილპილის, პომიდვრისა და ნაღების სოუსის დამსახურებაა. აუცილებლად მოამზადეთ კერძი “პიკასო” და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს.