როგორ მოვამზადოთ კარამელის ტორტი ცხობის გარეშე

1632

ძალიან მიყვარს კერძები, რომლის მომზადებასაც დიდი დრო და ბევრი ძალისხმევა არ სჭირდება. მართალია დღესასწაულებზე არ ვამზადებ “ნაპოლეონს” ან “მედოკს”, თუმცა, ჩემს კულინარიულ წიგნში ყოველთვის მოიპოვება მარტივი და ძალიან სწრაფად მოსამზადებელი დესერტების რეცეპტი.

მაგალითად, ზაფხულის დღესასწაულებისთვის იდეალურია კარამელის ტორტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება. ვიზუალურად იგი არაფრით ჩამოუვარდება რესტორანში მომზადებულ დესერტებს და გემოც არანაკლები აქვს. ხოლო მოსამზადებლად იგი იმდენად მარტივი და ხელმისაწვდომია, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

ინგრედიენტები

  • 600 მლ არაჟანი
  • 60 გრ კარაქი
  • 150 გრ სიმინდის ფანტელი
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 200 გრ შაქარი
  • 70 მლ წყალი
  • 100 გრ მიწისთხილი

მომზადების წესი

  1. ღრმა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაუმატეთ 50 მლ წყალი. საშუალო ცეცხლზე ადუღეთ ნაზავი, სანამ სასიამოვნო ოქროსფერი არ გახდება.
  2. მიღებული მასა გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი და 100 მლ არაჟანი. მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. გააჩერეთ კარამელი ოთახის ტემპერატურაზე, რომ ცოტათი გაგრილდეს.
  3. დანით წვრილად დაჭერით მიწისთხილი, ჟელატინს დაასხით 2 ს.კ. წყალი და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, რომ კარგად გაღვივდეს.
  4. კარამელის მესამედ ნაწილს შეურიეთ დაჭრილი მიწისთხილი, დანარჩენს კი მიკროტალღურ ღუმელში გამდნარ ჟელატინში შერეული 500 მლ არაჟანი დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.
  5. ჭურჭელს წაუსვით ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი, დააფინეთ საკვები ცელოფანი, მოათავსეთ მასში მიწისთხილიანი მასა და მთელს სივრცეზე კარგად გადაანაწილეთ. შემდეგ მოაყარეთ ზემოდან სიმინდის ფანტელი და დაასხით არაჟნისა და კარამელის ნაზავი. გაიმეორეთ იგივე პროცედურა, სანამ ინგრედიენტები დაგიმთავრდებათ. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ზედა ფენა აუცილებლად უნდა იყოს არაჟნისა და კარამელისგან.
  6. კარამელის ტორტი მთელი ღამით შეინახეთ მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს. ტორტი შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადის მინანქრით, ან კარამელის სოუსით, ასევე შეგიძლიათ ზემოდან ცოტაოდენი პიტნის ფოთოლი დაადოთ.

აუცილებლად მოამზადეთ ეს უგემრიელესი ზაფხულის ტორტი, მერწმუნეთ, იგი თქვენი სადღესასწაულო სუფრის მთავარი დესერტი გახდება.