როგორ მოვამზადოთ იოგურტი სახლის პირობებში. რეცეპტი, რომელმაც ბევრჯერ გადამარჩინა

1949

მაღაზიაში უამრავი სახის იოგურტს ვხვდებით. იმდენად დიდი არჩევანია, რომ ხანდახან ვიბნევი ხოლმე. მაგრამ სახლში მომზადებული იოგურტი, მაინც ყველას ჯობია.

მისი მომზადება სახლის პირობებში ყველანაირი ხელსაწყოს გარეშეც შეიძლება.

ინგრედიენტები

  • 1ლ რძე
  • 1 შეკვრა ბაქტერიული კვეთი
  • შაქარი

მომზადება

1.აადუღეთ რძე და გააგრილეთ 35-40 გრადუსამდე.

2.დაუმატეთ კვეთი და შაქარი. კარგად მოურიეთ.

3.იოგურტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგურტის აპარატი, ამ ნებისმიერი ჭურჭელი თავსაფრით. ჩვენს შემთხვევაში – თერმოსი.

თერმოსში ჩაასხით მიღებული მასა, დააფარეთ თავზე, შეფუთეთ თბილად. დაახლოებით 7-12 საათში იოგურტი მზად იქნება!

4.ასევე შეგიძლიათ კვეთიდან გადაასხათ რძე თიხის ჭურჭელში, დააფაროთ პაკეტი და 8-9 საათში მიიღებთ გემრიელ პროდუქტს.

ამ სახით მომზადებული იოგურტი ძალიან სასარგებლოა და რაც მთავარია უგემრიელესია. მე მას ძალიან ხშირად ვამზადებ ბავშვებისთვის.

გემრიელად მიირთვით!