როგორ მოვამზადოთ თხელი ბლინები წყალზე

2668
stack of hot pancakes with butter on the board and a bowl of sour cream

თხელი ბლინების შედარება არცერთ კერძთან არ შეიძლება, ეს საუზმის საუკეთესო ვარიანტია. მათი უნივერსალური გემოს წყალობით, ისინი ჩვენთვის შეუცვლელნი გახდნენ.

ბლინები ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ასევე მათი მომზადება ძალიან დაბალ ხარჯებთან არის დაკავშირებული მითუმეტეს თუ მათ წყლის მეშვეობით ამზადებთ.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უნივერსალურ რეცეპტს ბლინების წყლის მეშვეობით მოსამზადებლად.

ბლინები წყალზე

 

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • მარილი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 650მლ წყალი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2გ ვანილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ერთმანეთს აურიეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი

2.დაამატეთ 500მლ წყალი და კარგად ამოურით.

3.დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და თანდათან დაუმატეთ დარჩენილი წყალი საჭიროებისდა მიხედვით.

მოსარევად გამოიყენეთ მიქსერი, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს, მაგრამ თუ ხელით ძლიერად მოურევთ იგივე სახის მასას მიიღებთ.

4.ცომი დაასვენეთ 2 წუთის განმავლობაში.

5. სანამ ცომი ისვენებს ამასობაში ტაფა გააცხელეთ, დაასხით მცენარეული ზეთი და დაიწყეთ ბლინების გამოცხობა.

ბლინებისათვის საუკეთესო ვარიანტია მათი ნელ ცეცხლზე შეწვაა. ასე ისინი მიიღებენ მოყავისფრო ფერს, და რაც მთავარია არ დაგეწვებათ.

უგემრიელესი ბლინები მზად არის შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭოსთან ერთაად.

მათგან ასევე შეგიძლიათ ააწყოთ ტორტი და გააოცოთ ოჯახის წევრები.