როგორ მოვამზადოთ ზარმაცების კოტლეტები ღუმელში

1070

თუ ოჯახის წევრებმა კოტლეტების მომზადება გთხოვათ, მაგრამ ღუმელთან ნახევარი დღის გატარება არ გსურთ? თქვენს დასახმარებლად, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა დიდი ზომის ზარმაცი კოტლეტების რეცეპტი.

საკმარისია დაჭრათ თქვენს ხელთ არსებული ბოსტნეული, შეურიოთ ფარშს და მოათავსოთ ღუმელში. კოტლეტებს გამოსაცხობად მხოლოდ 15 წუთი სჭირდება და მთელს ოჯახს დაანაყრებს.

ზარმაცების კოტლეტი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 2 ც სტაფილო
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ხორცის სანელებლები
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ან გახეხეთ სტაფილო.

2. პილპილი გაწმინდეთ თესლის და “კუდისგან”, შემდეგ წვრილად დაჭერით.

3. თასში შეურიეთ ერთმანეთს ფარში, სტაფილო, პილპილი, კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და სანელებლები.

4. საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი.

5. მიღებული ფარში გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.

6. მოათავსეთ ფორმა 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.

ჩვენი დიდი, ზარმაცი კოტლეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ზარმაცი კოტლეტების რეცეპტი ძალიან უბრალო და მარტივია. მათ მოსამზადებლად შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეული გამოიყენოთ, რაც სახლში გეგულებათ და არა მარტო ბოსტნეული. მე, მაგალითად, ფარშს შვრიას ვუმატებ, ასე კოტლეტები უფრო რბილი და ფაფუკი გამოდის.