როგორ მოვამზადოთ ვენის ნამცხვარი – თითებს ჩაიკვნეტთ!

1041

ეს დესერტი პირველად ბუდაპეშტში ყოფნისას დავაგემოვნე. პირველივე ლუკმიდან ერთმანეთზე დამოკიდებულები გავხდით. უბრალოდ შეუძლებელია ასეთი გემრიელი დესერტი ვინმეს არ მოეწონოს.

ინგრედიენტები

  • ალუბალი 400გ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • კარაქი 190გ
  • შაქრის ფხვნილი 190გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ნუშის ფურცლები 50გ
  • გამაფხვიერბელეი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილის ექსტრატი 0,25 ჩაის კოვზი
  • ზღვის მარილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.პირველ რიგში გაახურეთ ღუმელი.

2.გაასუფთავეთ ალუბალი.

3.ათქვიფეთ კარაქი 140გ შაქრის ფხვნილთან ერთად.

4.თითო-თითოდ ჩატეხეთ კვერცხი კარაქში, კარგად ათქვიფეთ მასა. თუ მასა თხელია, მოაყარეთ ფქვილი და გაასქელეთ.

5.ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, ვანილის ექსტრაქტი და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი.

6.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი. ზემოდან მოაყარეთ ალუბალი და ნუში.

7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!