როგორ მოვამზადოთ ბავშვობის დროინდელი ფშვნადი ორცხობილა “ქრიზანთემა”

8154

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი, ფშვნადი ორცხობილა “ქრიზანთემა”. საბჭოთა დროს ეს ორცხობილა სუფრაზე ნამდვილი დღესასწაული იყო. მას ყოველ დღე ამზადებდნენ.

ორცხობილა ქრიზანთემა

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 250 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი

მომზადების წესი 

1. თასში ათქვიფეთ 2 ც კვერცხი და შაქარი.

2. დაუმატეთ სოდა და ვანილის შაქარი.

3. დაუმატეთ შაქარი, შემდეგ კი თანდათან ფქვილი და ნელა ათქვიფეთ მიქსერით.

4. როდესაც ცომი გახდება სქელი, მოზილეთ ხელით, სანამ ძალიან მკვრივი არ გახდება. შეინახეთ ცომი მაცივარში ნახევარი საათით.

5. გაცივებული ცომი გაატარეთ ხორცის მანქანაში. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ზემოდან გატარებული ცომი.

6. გამოაცხვეთ ორცხობილა 250 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

7. ვარდისფრად შეფერილი ორცხობილა გამოდგით ღუმელიდან და გააცივეთ. მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრი და დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!