როგორ მოვამზადოთ არაჟნის ორცხობილა

2295

ზოგიერთი კულინარი კერძის მზადები პროცესს ხელოვნების ნიმუშის შექმნასთან აიგივებს. ხოლო მზა კერძი კი ნამდვილად ხელოვნების ქმნილებაა. სწორედ ასეთი კულინარებისთვის არის ეს ორცხობილის სოკოები რეცეპტი.

ეს ორცობილა ძალიან უყვართ ბავშვებს მისი განსხვავებული ფორმისა და საინტერესო გემოს გამო. სოკოები, გირჩი და დათუნია-ყველაზე საინტერესო დესერტებია ბავშვობიდან. დღემდე ეს დესერტები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ორცხობილა სოკოები

ინგრედიენტები

  • 200გ კარაქი ან მარგარინი
  • 800გ ფქვილი
  • 400გ შაქარი
  • 200გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 1/3 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 200გ შაქრის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი მშრალი ყაყაჩო
  • 100გ შოკოლადი

მომზადება

1.ათქვიფეთ ბლენდერით ან მიქსერით ოთახის ტემპერატურის მარგარინი ან კარაქი, შაქარი, არაჟანი, კვერცხი და მარილი.

2.ამ მასას დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი. თქვენი ცომი უნდა იყოს რბილი, ელასტიური და რაც მთავარია არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე.

3.გაყავით ცომი 4 ნაწილად თითოეული ნაწილი შეახვიეთ პაკეტში. შეფუთული ცომი და მოათავსეთ მაცივარში 1,5 საათით.

4.დაიწყეთ სოკოების ცომისგან გამოძერწვა. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რამდენიმე დეტალის ცოდნა. 4 გაყოფილი ცომი ისევ გაყავით და საშუალო სისქის ძეხვივით გააბრტყელეთ. ეს დაგჭირდებათ სოკოს ფეხის შესაქმნელად.

5.ხელით მოასწორეთ ფიგურა და ხის დაფით მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით. ცომისაგან შექმნილი ფიგურა უნდა გამაგრდეს.

6.ცომის სხვა ნაწილისაგან მოამზადეთ პატარა ბრტყელი რგოლები. ცომის ეს ფიგურები სოკოს თავებად უნდა გამოიყენოთ. გამოაცხვეთ სპეციალურ ცხობისათვის განკუთვნილ ქაღალდზე, 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

7.მზა სოკოს თავებში ერთი მხრიდან ამოჭერით პატარა ჩაღრმავებები.

8.გამოაცხვეთ სოკოს ძირები. ძირები მიამაგრეთ თავებს ცილის მინანქრის მეშვეობით. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქრის ფხვნილი, ამით თქვენ მიიღებთ კულინარიულ წებოს. მინანქარი უნდა იყოს მკვრივი და სქელი.

9.ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მათი მორთვა. დარჩენილი ცილის მიმანქარს დასათხელებლად დაუმატეთ წყალი. ამ სითხით დაფარეთ სოკოს ფეხი და თავის ქვედა ნაწილი. სოკოებს მოაყარეთ ყაყაჩო. მათ გაციებას დაელოდეთ 15 წუთი.

10.გამღვალ შოკოლადში ამოავლეთ სოკოს თავის ზედა ნაწილი. სოკო ორცხობილა შოკოლადით მზად არის. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან თქვენ დაახლოებით 60 ცალი სოკო გამოგივათ.

ეს არის ძველი და შემოწმებული რეცეპტი. თუ თქვენ მიჰყვებით ინსტრუქციას და გაითვალისწინებთ რჩევებს, გამოგივათ ზუსტად ისეთი სოკოები, როგორებიც სურათზეა ნაჩვენები. გემრიელად მიირთვით!