როგორ მოვაზმადოთ სპაგეტი კაკლის სოუსში, რეცეპტი ძალიან საქმიანი ადამიანებისთვის

1133

თუ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ ჭამისთვის ნახევარ საათამდე დრო გაქვთ, ნუ იჩქარებთ სენდვიჩების მომზადებას, მის ნაცვლად მოამზადეთ ნამდვილი იტალიური პასტა და ისიამოვნეთ სრულფასოვანი კერძით.

გემრიელი სპაგეტი კაკლის სოუსში არა მხოლოდ დაგანაყრებთ მთელი დღის განმავლობაში, არამედ აღგაფრთოვანებთ შესანიშნავი ვიზუალით. რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე არა მხოლოდ  შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება, არამედ კერძის ესთეტიური სილამაზისგან სიამოვნების მიღება.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნოყიერი სადილი სწრაფად და მარტივად.

როგორ მოვხარშოთ სპაგეტი 

ინგრედიენტები 

  • 300 გრ სპაგეტი
  • 75 გრ კარაქი
  • 120 გრ ბერძნული კაკალი
  • 200 მლ ნაღები (20%-იანი)
  • 1 კბილი ნიორი
  • 200 გრ პარმეზანი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მასში სპაგეტი.

2. დაანამცეცეთ კაკალი მიქსერის ან ბლენდერის მეშვეობით.

3. ღრმა თასში გაადნეთ კარაქი, შემდეგ დაუმატეთ კაკალი და შეწვით დაბალ ცეცხლზე 5 წუთით, მუდმივად მოურიეთ.

4. შემდეგ კაკალს დაუმატეთ ნაღები და კარგად აურიეთ ინგრედიენტები.

5. დაელოდეთ, სანამ სოუსი მოდუღდება და შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში სანელებელთან და ნიორთან ერთად. იმისთვის, რომ კერძი უფრო არომატული გამოვიდეს, უმჯობესია ნიორი დანაყოთ ან დაჭყლიტოთ.

6. სოუსი დამატებით 3 წუთით ადუღეთ, ამ დროის განმავლობაში ცალკე თასში მოათავსეთ მზა სპაგეტი, მაგრამ წყალი, რომელშიც იგი მომზადდა, მთლიანად არ გადაწუროთ, დატოვეთ 1 ჭიქა სითხე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

7. გადაიტანეთ სპაგეტი ტაფაში და კარგად შეურიეთ კაკლის სოუსს. თუ სოუსი ძალიან სქელია, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, რომელშიც სპაგეტი მოხარშეთ, რომ მიიღოთ საჭირო კონსისტენცია.

8. სანამ მიირთმევდეთ, მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი.

9. როგორც ხედავთ, ამ მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად 20 წუთიც კი არ არის საჭირო. აუცილებლად გმოიყენეთ რეცეპტი და მოამზადეთ გემრიელი პასტა კაკლის სოუსით.