როგორ მოვადუღოთ ნამდვილი თურქული ყავა

1812
Metalic spoon and coffee over wooden surface

დილის ყავით დაწყება ენერგიული დღის საწინდარია, მაგარამ კარგი ყავის მომზადებას საიდუმლოებების ცოდნა უნდა. ყავის გემოზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია თუნდაც მთლიანი მასის შემადგენლობას მაგალითად: წყლის ტემპერატურას, დაფქული მარცვლების დიამეტრს და ასევე მომზადების სისწრაფეს. აღმოსავლეთში თვლიან, რომ ყავის მოდუღებისას მხოლოდ კარგზე უნდა იფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საოცარი სასმელი უგემური გამოვა.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ნამდვილი თურქული ყავის მომზადების საიდუმლოს, რომლის მეშვეობითაც მას მოამზადებთ სახლის პირობებში. ამ რეცეპტის მიხედვით შეგიძლიათ ყოველი დილა დაიწყოთ მხნედ. თანაც ამ რეცეპტში ბევრი ისეთი ნიუანსია რომელიც ყავის მოყვარულებმაც კი არ იციან.

როგორ მოვადუღოთ თურქული ყავა

1.შესაფერისი წყალი

ყავის მოდუღება რეკომენდირრებულია მხოლოდ სუფთა წყალზე. სამწუხაროდ ჩვენი ონკანებიდან მოდის საშინელი დიდი რაოდენობით ქლორის შემცველი წყალი, მაგრამ მისი გაფილტვრა სახლის პირობებში სპეციალური ფილტრებითაა შესაძლებელი. უმჯობესია ყავის მოსადუღებლად გამოიყენოთ გამოხდილი წყალი.

2.ნელი ცეცხლი

კარგი ყავის მოსამზადებლად ცოტა ადრე ადგომა მოგიწევთ, რადგან იდეალური ყავას სისწრაფე არ უყვარს. თურქული ყავა უნდა მოამზადოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე ან უკეთესია თუ ცეცხლის თავზე მადუღარას ხელში დაიჭერთ.

3.სწორი თურქული ყავა

ათასი წლის წინ ყავას ადუღებდნენ ჩვეულებრივ ქვაბებში, მაგრამ ასეთი შეუსაბამო ჭურჭელი სასმელს დამახასიათებელ გემოსა და არომატს აკარგვინებადა. მოგვიანებით არაბებმა შექმნეს სპეციალური ჭურჭელი წვრილი ყელით-დელუ, რომელიც შემდეგ მაგალითი გახდა თურქული ცევზის შესაქმნელად.

მას აქვს იდეალური ტევადობა, სქელი ძირი და ვიწრო ყელი (ყელი 2 ჯერ ვიწროა ძირთან შედარებით). რაც უფრო ფართეა ძირი მით უფრო უკეთ ცხელდება სასმელი. რაც შეეხება ჭურჭლის სისქეს ის არ უნდა იყოს 1.5მმ ნაკლები.

ჭურჭლის მოცულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აზრი არ აქვს ერთი დოზის მომზადებას დიდ ჭურჭელში. თუ თქვენ გინდათ მოადუღოთ 100მლ ყავა მაშინ უნდა აირჩიოთ 150მლ დიამეტრის მქონე ჭურჭელი, რათა ყავას ამოფუებისას საკმარისი ადგილი ჰქონდეს.

4.მარილი

ცოტამ თუ იცის, მაგრამ მარილი ყავის არომატსა და გემოს ეხმარება მთლიანად გაშლაში. თვითონ მარილის გემო სასმელში არ იგრძნობა, თანაც უნდა გამოიყენოთ მისი ძალიან ცოტა რაოდენობა დაახლოებით ის რაც დანის წვერზე მოთავსდება. არ გამოიყენოთ იოდიზირებული მარილი გამოიყენეთ მხოლოდ სუფრის მარილი.

ზოგიერთი ყავაში ამატებს ცოტაოდენ დარიჩინს ან შავ წიწაკას. ყავის დამარილება მარცვლების მოხალვის პროცესშიც შეგიძლიათ. მისი მოხალვა კარაქზე შეგიძლიათ, ხოლო მარცვლების გაციების შემდეგ – დაფქვით. სასმელი გამოდის მკრთალი ნაღების გემოთი, რაც მას საოცარს ხდის.

5.შაქარი

თუ თქვენ აპირებთ დანამატებიან ან შაქრიანი ყავის დალევას, მაშინ ეს რჩევა გამოგადგებათ. ამ სფეროს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყავას ნებისმიერი დანამატი უმჯობესია დავამატოთ წყლის დასხმამდე. შაქრის შემთხვევაში უმჯობესია თეთრის მაგიერ გამოიყენოთ ლერწმის.

ამ რჩევების გათვალისწინებით შეგიძლიათ მოადუღოთ უგემრიელესი თურქული ყავა. იმისათვის, რომ თქვენ მარტივად მოამზადოთ ორიგინალური ყავა ჩვენ გთავაზობთ მის საფეხურეობრივ მომზადების ტექნოლოგიას. ეს არის თურქული ყავის საბაზისო რეცეპტი. შემდეგში შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები და ყავას შესძინოთ ახალ-ახალი გემოები.

მომზადება

1.პირველ რიგში ჩაყარეთ ყავა ცევზში, დაამატეთ ფხვიერი ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით (შაქარი ან სანელებლები) და დაასხით ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი(ნახევარი).

2.ცოტახანი დაელოდეთ მანამ, სანამ ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნა არ შეწყდება მის ზედაპირზე

3.დაასხით მეორე ნახევარიც, რომელშიც შეგიძლია გახსნა თხევადი დანამატები( თაფლი, რძე). აუცილებლად აკონტროლეთ სითხის დონე, რათა ადუღებისას ყავის ქაფი არ გადმოვიდეს.

4.ცევზი დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. ერთი წუთის შემდეგ მოურიეთ, რათა კარგად გაიხსნას ყველა ინგრედიენტი. შემდეგ დაელოდეთ მის ადუღებას. მეორედ მორევას აღარ საჭიროებს.

5.არავითარ შემთხვევაში არ დაუშვეთ ყავის გადადუღება, ამ შემთხვევაში მთელი ეს წვალება ფუჭი აღმოჩნდება, რადგან სასმელი გაფუჭდება. ხოლო მისი ნამდვილი გემო და არომატი დაიკარგება. როგორც კი ქაფი დაიწყებს ამოსვლას ეს იმის ნიშანია რომ ყავა მზად არის.

6.კიდევ რამდენიმე წუთია (2-3) საჭირო რათა სასმელმა აითვისოს ყველა მასში შემავალი გემო  და სქელი მასა ძირისაკენ ჩავიდეს. ხოლო ამის შემდეგ დარჩენილია მხოლოდ დეგუსტაცია.

ასეთი ყავის მირთმევა რეკომენდირებულია ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალთან ერთად. საქმე იმაშია, რომ თუნდაც ერთი ყლუპი წყალი გაწმენდს კვებით რეცეპტორებს, რაც დაგეხმარებათ ნმადვილი გემოს უკეთ შეგრძნებაში. გემრიელად მიირთვით!