როგორ ვწვავ თევზს ზეთის გარეშე, ამასთანავე ის ინარჩუნებს ხრაშუნა გარეკანს და რბილ შიგთავსს

2612

ყველა დიასახლისმა იცის, რომ თევზის შეწვა ძალიან ჭუჭყიანი საქმეა. სამზარეულოს ყველა ზედეპირზე ცხიმის ლაქები დაგხვდებათ ამ კერზის მომზადების შემდეგ. მაგრამ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მეთოდს, რომლითაც თევზს ცხიმის გარეშე შეწვავთ.

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ თევზი, ტაფა და მარილი. ამ მეთოდის მეშვეობით, თქვენ არ მოგიწევთ ტაფის ხეხვა და ცხიმის რეცხვა. მარილზე შეწვა მეტად ჯანსაღი მეთოდია. ზეთის გარეშე მომზადებისას თევზის ნამდვილ გემოს შეიგრძნობთ. მარილი დაეხმარება თევზს წვნიანობის შენარჩუნებაში, ამიტომაც ის გამოვა ნაზი.

ინგრედიენტები

  • თევზის სტეიკი
  • მარილი

მომზადება

1.თავდაპირველად კარგად გააცხელეთ ტაფა. უმჯობესია გამოიყენოთ სქელ ძირიანი ტაფა. უმთავრესია თევზის ქაღალდის ხელსახოცით კარგად გამოშრობა.

2.გაცხელებულ ტაფაზე დაყარეთ მარილი. უმჯობესია მარილს ქონდეს მსხვილი მარცვლები. სურვილისამებრს შეგიძლიათ მოაყაროთ საყვარელი სანელებლები. დაელოდეთ მარილის ფენის გაცხელებას.

3.გაცხელებულ ტაფაზე მოათავსეთთევზი. შეწვის დრო დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე.

4.გადმოაბრუნეთ შემწვარი თევზი. უმჯობესია ჩამოფხიკოთ მიკრობილი მარილი.

5.თქვენ უნდა მიიღოთ განსაკუთრებულად წვნიანი თევზი!

გემრიელად მიირთვით!