როგორ ვაქციოთ პროდუქტის კონსერვაცია სასიამოვნო ჰობად

1836

პომიდვრის ყაბაყთან ერთად დაკონსერვება ზამთრისთვის ძალიან მარტივია. მას არ სჭირდება სტერილიზაცია, ბოსტნეული კი ინარჩუნებს მდგრადობასა და ელასტიურობას.

ძალიან გემრიელი პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის. პომიდვრისა და ყაბაყის მწნილის ამ რეცეპტს “სატურნის რგოლებ” ჰქვია და მისი ვიზუალით ნებისმიერ სტუმარს გააკვირვებს.

მწნილის შესანახად განსაკუთრებული პირობები არ არსებობს. შეგიძლიათ ისინი ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ.

ინგრედიენტები 1 სამლიტრიანი ქილისთვის

  • 1,5 კგ პომიდორი
  • 1 კგ ახალგაზრდა ყაბაყი
  • 2 ალუბლის ფოთოლი
  • 1 ოხრახუშის ფესვი
  • 2 მოცხარის ფოთოლი
  • 1 ც პატარა სტაფილო
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 1 ღერო კამა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 2 ც მიხაკის ყვავილი

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 1 ლ წყალი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 4 ს.კ. 9%-იანი ძმარი ან 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადების წესი

1. ხახვი, სტაფილო და ოხრახუში გაწმინდეთ კანისგან.

2. დაჭერით ყაბაყი წრეებად და შუაგული ამოჭერით. მიღებულ რგოლებში მოათავსეთ პომიდორი ზომების შესაბამისად.

3. სუფთა ქილის ფსკერზე დაალაგეთ ალუბლისა და მოცხრის ფოთოლი, 4 ნაწილად გაყოფილი ხახვი, სტაფილო, წრეებად დაჭრილი ოხრახუშის ფესვი, ბულგარული პილპილი, კამა, ნიორი და სანელებელი.

4. ზემოდან მაქსიმალურად მჭიდროდ დაალაგეთ პომიდვრისა და ყაბაყის “პლანეტები”.

5. გაავსეთ ქილა მდუღარე წყლით და გააჩერეთ 10 წუთით. ამ დროის განმავლობაში კი მოამზადეთ მარინადი. 1 ლიტრ წყალში გახსენით შაქარი და მარილი, მოადუღეთ.

6. ქილიდან გადაღვარეთ წყალი, დაუმატეთ ძმარი და ბოსტნეულს ზემოდან მდუღარე მარინადი მოასხით. მოხუფეთ ქილები სტერილური სახურავებით და ჩააბრუნეთ. ქილებს თბილი ადეალა შემოახვიეთ და გააჩერეთ სანამ მთლიანად არ გაცივდება.

თუ პომიდვრის მწნილის ეს რეცეპტი მოგეწონათ, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს!