როგორ დიასახლისებს არ გამოსდით წვნიანი ჩებურეკი

638

დიასახლისები ალბათ ხშირად ამზადებენ ჩებურეკებს სახლში, მაგრამ უმეტესობას არ გამოსდის. დღეს უნივერსალური რეცეპტით დაგიბრუნდით.

ამ რეცეპტის დამსახურებით ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს ჩებურეკების მომზადებას და ოჯახის გახარებას.

ჩებურეკი თათრების შემოქმედებაა, წორედ მათი სამზარეულოს რიგებში იწონებს ეს კერძი თავს. წვნიანი ხორცი, თხელი ცომი და საოცარი არომატი სულ ეს არის!

ჩებურეკს ამზადებენ საქონლის ან ცხვრის ხორცისგან. ხშირად შეხვდებით ღორის ხორცის გულსართსაც.

ფქვილი, მარილი, ცხელი წყალი და ზეთი. ამ ინგრედიენტებით საოცრად ელასტიური ცომის მომზადება შეიძლება. ზოგადად ცომი გაბრტყელება გვიწევს ერთხელ.

ინგრედიენტები

  • 300გ ხორცი ძვლების გარეშე
  • 80გ ლორი
  • 300გ ხახვი
  • 50მლ ხორცის ბულიონი ან ცივი წყალი
  • 500გ ფქვილი
  • 250მლ ცხელი წყალი
  • მცენარეული ზეთი
  • შავი წიწაკა
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.პირველ რიგში გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით მრგვლად. გასუფთავებული ხორცი ხახვთან და ლორთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში.

2.მიღებულ ფარშს დაუმატეთ ხორცის ბულიონი. მოაყარეთ ჩაის კოვზი მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ, დააფარეთ ქაღალდი და შეინახეთ მაცივარში.

3.ახლა კი დავიწყოთ ცომის მზადება.

პირველ რიგში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ 0,5 ჩაის კოვზი მარილი და მოურიეთ. ჩააღრმავეთ ცომი ცენტრში და ჩაასხით 2 სუფრის კოვზი ზეთი და ცხელი წყალი. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ პაკეტში და საასვენეთ 1 საათი.

4.ცომი გაყავით 12 ნაწილად. 1 ნაწილი გააბრტყელეთ. ბევრჯერ გადაკეცეთ და გააბრტყელეთ, რათა შეწვისას ბუშტუკები გაუჩნდეს.

5.ცომში მოათავსეთ გულსართი, შეფუთეთ, ოდნავ დააჭირეთ ხელით ზედმეტი ჰაერის გამოსაშვებად. ჩანგლით დააფიქსირეთ კუთხეები.

6.ჩებურეკების შესაწვავად გამოიყენეთ ღრმა ქვაბი. გააცხელეთ ზეთი 210 გრადუსამდე, ჩებურეკმა უნდა იცურაოს ზეთში.

7.შეწვით ჩებურეკი ზეთში 1,5. არ დაგავიწყდეთ გადმობრუნება. მზა ჩებურეკი მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

გემრიელად მიირთვით!