როგორ დავაკონსერვოთ სიმინდი ზამთრისთვის

3341

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სიმინდი ზამტრისთვის. მართალია, სიმინდის გაყინვაც შესაძლებელია, თუმცა იგი მარინადში დაკონსერვებული გაცილებით გემრიელია.

სიმინდი ზამთრისთვის

ამ რეცეპტისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ახალი რძიანი სიმინდი, რადგან იგი გაცილებით მარტივად მოიხარშება (დაახლოებით 15-20 წუთში). თუმცა შეგიძლიათ მწიფე ყვითელი სიმინდის გამოყენებაც, მაგრამ მას 1-1,5 საათი დასჭირდება მოსახარშად. მოცემული მარინადის რაოდენობა დაახლოებით 4 ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 1 ლ წყალი
  • 30 გრ მარილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადების წესი

1. გაასუფთავეთ სიმინდი ფოთლებისგან და მოათავსეთ ქვაბში. არ დაგავიწყდეთ სიმინდის გაფუჭებული ადგილების მოშორება, რადგან სწორედ ასეთი ნაწილები შემდგომში ქილების გახეთქვას გამოიწვევს.

2. ქვაბში ჩალაგებულ სიმინდს დაასხით წყალი და მოხარშეთ.

3. მოხარშული სიმინდი გადაიტანეთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში. გააცივეთ, შემდეგ კი გააცალკევეთ მისი ტარო და მარცვლები. ჩაყარეთ სიმინდის მარცვლები სუფთა, სტერილურ ქილებში.

4. ახლა კი დროა მოამზადოთ მარინადი. ამისათვის ერთმანეთს შეურიეთ მარილი, შაქარი, ლიმონმჟავა და წყალი, მოურიეთ, დაადგით ცეცხლზე და გადაადუღეთ.

5. მზა მარინადი ჩაასხით ქილებში და ბოლომდე გაავსეთ. დაასტერილეთ 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოხუფეთ.

6. მზა ქილები ჩააბრუნეთ და გააცივეთ. შეინახეთ სიმინდი ცივ ადგილას, სადაც მზის პირდაპირი სხივები ვერ შეაღწევს.

როგორც ხედავთ, დაკონსერვებული სიმინდის მომზადება ძალიან მარტივია. აუცილებლად მოამზადეთ იგი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით.