როგორ გამოვაცხოთ ნამცხვარი ჯანჯაფილის კარამელით

1164

ბანანი შეიცავს მარცვლოვან უხსნად სახამებელს. ამიტომაც ის არის ბლანტი და ძალიან ნოყიერი. აუცილებლად გამოგადგებათ ნამცხვრის ცხობისას მაშინაც კი, როცა ცოტა რაოდენობით ცომი გაქვთ.

ბანანისგან შეგიძლიათ მოამზადოთ კარგი ტატენი. როგორც დამაკავშირებელი სიროფი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის კარამელი.

ბანანის ნამცხვარი ღუმელში.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი ბანანი
  • 50გ ახალი ჯანჯაფილი ან 2 ჩაის კოვზი მშრალი
  • 120გ შაქარი
  • 125გ არაჟანი ან ნატურარული იოგურტი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 150გ კარაქი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.ბანანის ნამცხვრის მოსამზადებლად აუცილებელია ფქვილის გაცრა. მას დაუმატეთ გამაფხვიერებელი.

2.პირდაპირ ფქვილს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი, არაჟანი ან იოგურტი და 100გ დარბილებული კარაქი. ცომი მოზილეთ კოვზის მეშვეობით, შეფუთეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაშ.

3.მოვამზადოთ კარამელი. ტაფაზე გაალღვეთ კარაქი. დაუმატეთ 50გ შაქარი და მოურიეთ მას კარაქთან სრულიად შერწყმამდე. კარამელს ბოლოს დაუმატეთ წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი. ცხელი მასა ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში.

4.კარამელზე დაალაგეთ მწიფე გასუფთავებული ბანანი. დაჭერით და დაალაგეთ ისე, რომ მათ დაიკავონ მთლიანი ზედაპირი.

5.ცომი გააბრტყელეთ გამოსაცხობი ფორმის დიამეტრთან შედარებით, ფართოდ და დააფარეთ ბანანის ფენას ისე, რომ არ დაგავიწყდეთ კუთხების შიგნით ჩაკეცვა.

6.ნამცხვარი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. როდესაც გაგრილდება ამოაბრუნეთ კარამელიზირებული ბანანით ზევით. საბოლოოდ მიიღება მარტივი ბანანის ნამცხვარი, რომლის მომზადება საკმაოდ მარტივია. ეს ნამცხვარი უბრალოების მიუხედავად გამოიყურება ძალიან ორიგინალურად.

ცომს ამ შემთხვევაში ბანანისთვის თეფშის ფუნქცია აკისრია. თუ თქვენ ცომს გააკეთებთ შედარებით სქელს ამით ნამცხვრის გემო არ სეიცვლება. გემრიელად მიირთვით!