როგორ გავხდეთ სალათების გაფორმების პროფესიონალი?

1877
Salad with sardines Mimosas on a blue wooden background. Salad decorated with sprigs of Mimosa

ახალი წელი კარს მოგვსდგომია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა შევადგინოთ განუმეორებელი კერძების სია, რომლითაც აპირებთ სტუმრების გაოცებას!

სალათი ქათმით და სოკოთი

მართალია, რომ სალათები ყველა ერთმანეთს გავს, რაც მათი ერთნაერი შემადგენლობისგან არის გამოწვეული. ერთი სეხედვით ამ ტენდენციის შეცვლა არ არის მარტივი.

ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ ასეთ არაორდინალური პრეზენტაციის სტილს. ქათმის სალათი სოკოთი უგემრიელესია.

ინგრედიენტები ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია, ხოლო თვითონ კერძი წვრილად დაჭრილი ინგრედიენტების ფენებისგან შედგება. მისი მთავარი მშვენება, ზედაპირზე შესრულებული ნახატია.

ასეთი დიზაინის გამო ამ სალათს ხშირად “არყის მდელოს” ეძახიან.

ინგრედიენტები

  • 200გ ქამასოკო
  • 1 ხახვი
  • 400გ ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • 2 კიტრი (შეგიძლიათ აიღოთ დაკონსერვებულიც)
  • 100გ შავი ქლიავი
  • 100გ ყველი
  • მაიონეზი
  • მწვანე ხახვი, ოხრახუში

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის ფილე. მოსახარში წყალი დაამარილეთ.

2.შავ ქლიავს დაასხით თბილი წყალი 15 წუთით, ამის შემდეგ ის გამოაშრეთ.

3.მოხარშეთ კვერცხი, ხახვი დაჭერით წვრილად.

4.სოკო დაჭერით კუბიკებად, შეწვით ზეთში ხახვთან ერთად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

5.გრძლად დაჭერით კიტრი. შავი ქლიავის დიდი ნაწილი დაჭერით კუბიკებად, ხოლო რამდენიმე გრძლად, ეს ელემენტები აუცილებლად დაგჭირდებათ დეკორისთვის.

6.ყველი და კვერცხი გახეხედ მსხილად, ხოლო კიტრი დაჭერით წვრილ ზოლებად.

7.ფენების აწყობის დრო მოვიდა. ისინი უნდა დაალაგოთ შემდეგი თანმიმდევრობით:შავი ქლიავი, სოკო და ხახვი, ქათამი,კვერცხი, კიტრი. არ დაგავიწყდეთ მაიონეზის წასმა.

8.ზემოთა ფენას მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ქლიავის მეშვეობით შექმენით არყის ხის ფიგურა. ფოთლები ოხრახუშისგან გააკეთეთ, ხოლო ბალახი – მწვანე ხახვისგან.

9.არ დაგავიწყდეთ დეკორაციისთვის სოკოს დამატება. გემრიელად მიირთვით!

ამ ხერხის დახმარებით ნებისმიერი სალათის გალამაზებას შეძლებთ. ასეთი კერძით სტუმრების გაოცება არ გაგიჭირდებათ.