როგორც იქნა, აღმოვაჩინე იდეალური რეცეპტი ხორცის მოსამზადებლად!

1947

რბილი და წვნიანი საქონლის ხორცი, რომელიც 2 საათის განმავლობაში კარაქშია ჩაფლული, ყველაზე პრეტენზიულ გურმანებსაც კი შეაყვარებს თავს!

ყველაზე გემრიელი, საუკეთესო მეთოდით მომზადებული საქონლის ხორცის მომზადება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ :

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 10 კბილი ნიორი
  • 150 მლ წყალი
  • 250 გრ კარაქი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ 9 პროცენტიანი ძმარი

მომზადების წესი

1. დაჭერით ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. ხახვი და ნიორი გაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ.

3. დაჭერით ნიორი ძალიან წვრილად, ხახვი კი-რგოლებად.

4. კარაქი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.

5. მაღალ ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი ხორცი.

6. ზემოდან დაალაგეთ ხახვის რგოლები.

7. დაასხით წყალი ხორცსა და ხახვს, შემდეგ კი ხახვზე დაალაგეთ კარაქის ნაჭრები.

8. დაახურეთ ქვაბს თავსახური და დაადგით ძლიერ ცეცხლზე. როდესაც წყალი დუღილს დაიწყებს, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და დამატებით ერთი საათით ადუღეთ.

9. ერთი საათის შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ ნიორი. დაუმატეთ შაქარი, მარილი და ძმარი და კარგად მოურიეთ.

10. მოხარშეთ ხორცი კიდევ ერთი საათი და კერძიც მზადაა! გემრიელად მიირთვით!

მომზადებული საქონლის ხორცი ძალიან გემრიელია ბრინჯთან ან კარტოფილთან ერთად.