როგორც ბისკვიტი, ოღონდ უკეთესი. ფაფუკი პეროგი კვერცხის გულით და ლეღვით

265

ხშირად ისე ხდება, რომ კვერცხის ცილისგან რაღაც გემრიელს ვაკეთებთ, ხოლო გული გვრჩება. ასე ხშირად მემართება დიეტური ვაშლის ზეფირის ან ბავშვებისთვის საყვარელი ცილოვანი ბეზეს გამოცხობის შემდეგ. გთავაზობთ შესანიშნავ გამოსავალს, სადაც ამ ღირებულ პროდუქტს გამოვიყენებთ.

ფაფუკი პეროგი კვერცხის გულით და ლეღვით არა მხოლოდ ლამაზი და ნოყიერი ცომეულია. ეს შესანიშნავი დესერტია, რომელიც თითქმის ყველას მოსწონს. მზა ბისკვიტის კექსი ძალიან არომატული, მორთული, ზომიერად ტკბილი და საოცრად გემრიელი გამოდის. სადღესასწაულო სუფრაზე თამამად გაიტანეთ.

როგორ მოვამზადოთ ფაფუკი პეროგი კვერცხის გულით და ლეღვით

ინგრედიენტებს შორის გვხდება ლიმონის ცედრა, მაგრამ ფორთოხლის ან მანდარინის ქერქის ცედრით თამამად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ზოგჯერ მზა ციტრუსის სიროფს ვიყენებ. თუ შოკოლადის წვეთები არ გაქვთ, გახეხილი შოკოლადი გამოიყენეთ. გარწმუნებთ, ძალიან ფოროვან და სველ პეროგს მიიღებთ, რომელიც მაღაზიის ტკბილეულს არც უნდა შეადაროთ.

ინგრედიენტები:

  • 8 კვერცხის გული
  • 267 გ შაქარი
  • 133 მლ რძე
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 80 გ შოკოლადის წვეთები
  • 10 გ მანანის ბურღული
  • 1 ლიმონი
  • 80 გ ლეღვი
  • 133 მლ სიმინდის ზეთი
  • 267 გ ხორბლის ფქვილი
  • 27 გ სიმინდის სახამებელი
  • 17 გ გამაფხვიერებელი
  • 30 გ შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. ციტრუსის ცედრა მოამზადეთ. ლიმონის (ფორთოხლის) ქერქი წვრილად გახეხეთ. ხმელი ლეღვი პატარა ნაჭრებად დაჭერით, ყუნწები წინასწარ მოაშორეთ.

2. კვერცხის გულები ღრმა თასში მოათავსეთ, შაქარი, მარილი და ვანილი დაუმატეთ. 5 წუთით მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

3. მცენარეული ზეთი დაუმატეთ, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. ერთგვაროვან მასაში რძე ჩაასხით და მიქსერით ოდნავ ათქვიფეთ.

4. ნარევს მზა ლიმონის ცედრა და სიმინდის სახამებელი დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ ან მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გამოიყენეთ.

5. წინასწარ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. სათქვეფით ან სპატულით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომი მზადაა.

6. ღუმელი 170 გრადუსამდე გაახურეთ. საცხობი ფორმა მოამზადეთ. სასურველია, გვერდები ეხსნებოდეს. ფორმის ძირში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ფორმის ძირს და გვერდებს ზეთი წაუსვით.

7. შემდეგ მანანის ბურღული მოაყარეთ, რომ პეროგზე ლამაზი ქერქი მიიღოთ. ცომი ფორმაში ფრთხილად გადაიტანეთ.

8. ზედაპირი გაასწორეთ. ზემოდან ხმელი ლეღვი თანაბრად გაანაწილეთ. სურვილისამებრ, ქიშმიშიც დაუმატეთ.

9. შემდეგ შოკოლადის წვეთები მოაყარეთ. თუ არ გაქვთ, უბრალოდ შავი შოკოლადი დანით დახეხეთ.

10. პეროგი ღუმელში მოათავსეთ. 170 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ. შემდეგ ტემპერატურას 150 გრადუსამდე დაუწიეთ. კიდევ 20 წუთით აცხვეთ (ზემოთ–ქვემოთ გააცხელეთ). ხის ჩხირით შეამოწმეთ, პეროგი მზადაა თუ არა.

11. მზა პეროგს პირსახოცი გადააფარეთ და ზუსტად 40 წუთით დაასვენეთ. შემდეგ ფორმა მოხსენით, პეროგს ბრტყელი თეფში დაადეთ, გადააბრუნეთ და ქაღალდი მოაშორეთ.

ბოლოს პეროგი გამდნარი შავი ან თეთრი შოკოლადით გააფორმეთ. ამ მიზნით საკონდიტრო ტომარა გამოიყენეთ. შოკოლადის ბადეს ზემოდან ლეღვის ნაჭრები და საყვარელი კაკალი დააწყვეთ. დესერტი სუფრაზე გასატანად მზადაა.