რბილი ნუგას რეცეპტი კაკლით

2231

ყველა ტკბილეული არ არის საზიანო ადამიანისთვის. არსებობს მრავალი ტკბილეული, რომლებიც ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადენს, რადგან მასში არ არის ქიმიური დანამატები და ძალიან ცოტა შაქარს შეიცავს. ეს განსაკუთრებით იმ ტკბილეულს ეხება, რომლის მომზადებაც საშინაო პირობებში თავად შეგიძლიათ, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით.

ჩვენს ოჯახში ასეთი ტრადიციაა: ყოველ შაბათ საღამოს ჩემს ქმართან და ბავშვებთან ერთად ნუგას ვამზადებ. ეს აღმოსავლური დელიკატესი აუცილებლად მოეწონება თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს, ამასთან, დესერტი საკმაოდ ნოყიერი და სასარგებლოა.

ტკბილეული და თხილი აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას. ხოლო თაფლსა და ჩირში უამრავი  ვიტამინი და სხვა ადამიანისთვის საჭირო ნივთიერებაა. სხვათა შორის, გლუკოზას კაკალთან კომბინაცია ძლიერ აფროდიზიაკად ითვლება.

ნუგა კაკლით

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ რბილი ნუგა კაკლით. შეუცვლელი დესერტი ტკბილეულის მოყვარულთათვის!

ინგრედიენტები

  • 160 მლ თაფლი
  • 2 ც კვერცხის ცილა
  • 1 ჭიქა შემწვარი ნუში (ან სხვა ნებისმიერი თხილი)
  • 0,5 ჭიქა გარგარის დაჭრილი ჩირი
  • 15 გრ ლიმონის ცედრა

მომზადების წესი

1. პირველ რიგში დაადგით თაფლი ორთქლზე და დაელოდეთ, რომ გადნეს.

2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მდგრად კონსისტენციამდე. მოათავსეთ იგი გამდნარ თაფლში და ერთგვაროვანი მასის მისაღებად ხის კოვზით მოურიეთ. მასა უნდა იყოს ბლანტი და ჰქონდეს კარამელის ფერი. გააგრძელეთ მორევა, სანამ მასა არ შესქელდება და ფერი გაცილებით ღია არ გახდება (დაახლოებით 40-45 წუთი).

3. მოიმარჯვეთ ღრმა საცხობი ლანგარი და გადააკარით საცხობი პერგამენტი.

4. კვერცხის ცილისა და თაფლის ნაზავს დაუმატეთ კაკალი, გარგარის დაჭრილი ჩირი და ლიმონის ცედრა. კვლავ ორთქლზე მოადუღეთ და მუდმივად მოურიეთ, სანამ თითქმის მთლიანად არ გათეთრდება მასა.

5. გადაიტანეთ მასა საცხობ ფორმაში და ზემოდან საცხობი ქაღალდი დააფარეთ. საცხობი ფორმა მშრალ ადგილას შეინახეთ 3-4 საათით, ან მთელი ღამით.

6. როგორც კი მასა გამყარდება, დაჭერით გრძელ ზოლებად.

სულ ესაა, უგემრიელესი და ამავდროულად სასარგებლო ნუგა მზადაა. გემრიელად მიირთვით!