ეს კექსები მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.
ცხობილა გამოდის ფაფუკი და ჰაეროვანი.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 200გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- კვერცხი 4 ცალი
- კარაქი 80მლ
- რძე 60მლ
- მცენარეული ზეთი 80მლ
- შაქარი 150გ
- მწიკვი მარილი
- ერთი ლიმონის ქერქი
- შაქარი მოსაყრელად
მომზადება
- გაალღვეთ კარაქი.
- ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი.
- კვერცხს მოაყარეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
- გათალეთ ლიმონი და დაუმატეთ კვერცხის მასას.
- თუ ლიმონის გემო დიდად არ მოგწონთ, მაშინ დაუმატეთ 1 კოვზი ვანილი.
- გააგრძელეთ თქვეფა და დაუმატეთ გამღვალი კარაქი.
- ჩასხით ზეთი და რძე.
- მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- კარგად ათქვიფეთ. ცომი მზად არის.
- ცომი უნდა გამოგივიდეთ თხხევადი.
- ჯამს ააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
- ფორმები ამოფინეთ ქაღალდით.
- ჩაასხით ცომი ფორმაში, ამოავსეთ ფორმის 2/3 ნაწილი.
- მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!