ელარჯის მთავარი საიდუმლო კარგი ხარისხის, ახალი, რძიანი სულგუნია. ძველად ელარჯს მეგრულ სამზადში, ცეცხლზე ხარშავდნენ. კვამლისგემოდაკრული, საუკეთესო ღომისა თუ სიმინდის ღერღილისგან დამზადებული ელარჯი კარგად უნდა იწელებოდეს.
მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
- სიმინდის ფქვილი – 70 გ
- სიმინდის ღერღილი -350 გ
- სულგუნი – 500 გ (გახეხილი)
- წყალი – 700 მლ
მომზადების წესი:
- ღერღილი კარგად გარეცხეთ, გადაწურეთ და თუჯის ქვაბში ჩაყარეთ. დაუმატეთ წყალი ისე, რომ სითხე ბურღულს სულ მცირე 2 სმ-ით აღემატებოდეს. დადგით დაბალ ცეცხლზე და თავდახურული ადუღეთ. თუ აქაფება დაიწყო, ოდნავ მოხადეთ სახურავი.
- დაახლოებით 35 წუთს ხარშვის შემდეგ ღერღილი შეამოწმეთ. თუ დარბილებული და მოხარშულია, მაშინ დაამატეთ სიმინდის ფქვილი და მიიღებთ ფაფისებურ მასას; თუ არა, გააგრძელეთ ხარშვა დარბილებამდე. დროდადრო ურიეთ ხის ბრტყელი კოვზით.
- სიმინდის ფქვილი რომ გაიხსნება, დაუმატეთ გახეხილი სულგუნი. დაუმატეთ გახეხილი სულგუნი. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან, წელვად მასას არ მიიღებთ.
ელარჯის რეცეპტი უკვე გაქვთ, შეგიძლიათ შეუდგეთ მის მომზადებას. წარმატებებს გისურვებთ!