რატომ უნდა დავუმატოთ კარაქი სუპს

1058

სუპი, ბორში და კრემ-სუპი უამრავი მეთოდთ შეგიძლიათ მოამზადოთ. რას უმატებენ სუპს გემოსთვის? სანელებლებს, სუნელებს, ხორცს ან ბულიონის კუბიკებს. . . დღეს ჩვენ ერთ საიდუმლო ინგრედიენტს გაგანდობთ!

ეს ინგრედიენტი – კარაქია. ეს პროდუქტი თქვენს კერძს გაამრავალფეროვნებს. რაც მთავარია უნდა გამოიყენოთ ნატურალური კარაქი!

ეას უმატებენ სუპს

სკანდალი ინგლისში

კარაქი ყოველთვის ითვლებოდა სასარგებლო და გემრიელ პროდუქტად. ზოგიერთ ქვეყანაში მას თხის, ცხვრის და ხარის რძისგან ამზადებენ. ერთი ცნობილი ინგლისელი დოქტორი ძალიან უკმაყოფილოა ამ პროდუქტით და მის მავნებლობაზე უამრავ სტატიას აქვეყნებს.

მისი თქმით, კარაქი შეიცავს ბევრ “მძიმე” მიკროელემენტებს, რომლებიც გულს უშლიან ნორმალურად ფუნქციონირებაში. ეს ექიმი გვირჩევს გამოვიყენოთ ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი.

ექიმების უმეტესობა ერთხმად ამბობენ, რომ კარაქი ადამიანისთვის საჭირო უამრავ ელემენტს შეიცავს.

რატომ უნდა დავუმატოთ სუპს კარაქი

კარაქს შეუძლიან გემოების დაბალანსება. მაგალითად მას იყენებენ ბარის სუპში, რათა კარგად გადანაწილდეს ბარდის და კარტოფილის გემო.

დიასახლისების უმრავლესობა ბორშს მზადების მიწურულს უმატებს ცოტა კარაქს, იმ შემთხვევაში, როცა არ იყენებენ ძვალს ან ბულიონი გამოდის ამღვრეული.

ფქვილის და კარაქის დუეტი ძალიან კარგად ასქელებს კერძს. გაალღვეთ კარაქი ტაფაზე, დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ. მიღებული მასა შეგიძლიათ დაუმატოთ სოკოს სუპს და ის გახდება მეტად გემრიელი.

როცა კარაქს სუპში ვიყენებთ მასში არსებული ვიტამინები მაღალი ტემპერატურის გამო უბრალოდ ქრება.

ეს უნდა იცოდე!

  1. რძის ცხიმი, რომელსაც შეიცავს კარაქი ძალიან ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც ძვლების პრობლემები აწუხებთ.
  2. კარაქი აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს და პატარა წყლულს ხელს უწყობს შეხორცებაში.
  3. რათა კარაქი სიცხისგან დავიცვათ, გაახვიეთ კომბოსტოს ფურცლებში. კიდევ ერთი მეთოდი – შეგიძლიათ შეახვიოთ ნაჭერში, რომელიც უნდა იყოს დასველებული წყლისა დაღვინის ძმრის ნარევში.

4.ნაღების კარაქის თქვეფისას, მეორეულ პროდუქტად იქცევა სითხე, რომელსაც პახტას ეძახიან. უკრაინაში მისგან უამრავ კერძს ამზადებენ.

5.ძველი შუმერებიც კი ამზადებდნენ კარაქს.

6.კარაქის გასაუმჯობესებლად ის გახეხეთ კამასთან, ოხრახუშთან, ყველთან და კვერცხის გულთან ერთდ.

შეჯამება  

კარაქი – უნივერსალური პროდუქტია, გემრიელი და ძალიან სასარგებლო. აუცილებლად გამიყენეთ კერძებში.

აუცილებლად სცადეთ!