რატომ უნდა დაამატოთ ყავაში მარილი

1059

თქვენ, ალბათ, როგორც ადამიანების უმეტესობა, პროდუქტების ტრადიციულ კომბინაციას იყენებთ. ტკბილის და მჟავეს ნარევი კი საშინელ ფიქრებს იწვევენ. საკმარისია, თქვენს რეცეპტორებს გემოს ფერადი კარნავალი ერთხელ მოუწყოთ, რომ რისკიანი გურმანი გახდეთ.

დღეს გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო გასტრონომიულ კომბინაციებს, რომლებიც თქვენს კულინარიულ უპირატესობებს შეცვლის. მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის?

უჩვეულო გემო

1. ბადრიჯანი და თაფლი

ნამდვილად უჩვეულო კომბინაცია. ბადრიჯანი შეწვით, თაფლი მოასხით და სადღესასწაულო სუფრაზე თამამად გაიტანეთ.  გასაოცარი გემოს კერძი!

2. მარწყვი და კიტრი

ზაფხულში დახლებზე ბევრ ახალ კენკრას და ბოსტნეულს იპოვით, გასტრონომიული ექსპერიმენტების დროა. მარწყვი და კიტრი – უჩვეულო, მაგრამ გემრიელი კომბინაციაა, რომელიც მსუბუქი საზაფხულო სალათის, ტკბილი ტოსტის ან გამაგრილებელი ლიმონათის მოსამზადებლად გამოგადგებათ. სცადეთ, არ ინანებთ!

3. ხორცი და კენკრის ჯემი

ბევრ ქვეყანაში ძროხის ან ქათმის ხორცზე ჯემის დამატება კლასიკაა, მაგრამ ძალიან ბევრს ხორცის პროდუქტებში კენკრის დამატება ველურად მიაჩნია. სულ ტყუილად! საშუალოდ შემწვარ წვნიან სტეიკს წითელი მოცვის ან შტოშის სოუსი მოასხით და აღფრთოვანებული იქნებით. დაუვიწყარი გემო!

4. ანანასი და ცისფერი ობით დაფარული ყველი

ცისფერი ობის მქონე პიკანტური ყველის და ანანასის ტკბილი რბილობის კომბინაცია იდეალური წასახემსებლის საფუძველია, რომლის წინაშეც ყველაზე წუნია კრიტიკოსიც ვერ გაძლებს. ეს ორი პროდუქტი ერთმანეთს მაღალ დონეზე ერწყმის და ერთმანეთის გემოს ადვილად ამდიდრებს.

5. მუქი შოკოლადი და ჭარხალი

ტკბილეულის და არისტოკრატიული სიმწარის შეუდარებელი კომბინაცია! პირველ რიგში, ჭარხლის სალათს ცოტა გახეხილი შავი შოკოლადი მოაყარეთ და არ შეცდებით. ტკბილეულის მოყვარულები ჭარხლიდან შეუდარებელ მურაბებს ამზადებენ. მუქი შოკოლადი აუცილებლად დაუმატეთ.

6. ყავა და მარილი

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ახალ მოხარშულ ყავაში ნაღების და შაქრის დამატება მის გემოს შეუდარებელს ხდის. რა მოხდება, თუ არომატულ სასმელს მწიკვ მარილს დაუმატებთ? ყავის ბევრი მოყვარული მხოლოდ ასე იქცევა!

გასაოცარია, მაგრამ მარილი ყავას უფრო რბილს ხდის და სიმწარეს აქრობს. ყავა მარილით არა მხოლოდ ახალი გემო, არამედ გასაოცარი არომატია. ცხელ ზაფხულში ასეთი სასმელი წყალი-მარილის ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ.

7. ნესვი და ლორი

ერთ-ერთი საყვარელი და უჩვეულო კომბინაცია. ნესვი ლორთან ერთად ცხელ დღეებში ტრადიციული იტალიური წასახემსებელია. თითქოსდა, როგორ შეიძლება შეუთავსებლების შეთავსება. წარმოუდგენლად გემრიელია!

8. ნაყინი და კიტრის მწნილი

პროდუქტების ასეთ შერწყმაზე ფიქრიც კი საშიშია! როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ტვინი ქვეცნობიერ დონზე მსგავსი კომბინაციის მიღებისკენ გვიბიძგებს. ყველაფერი იმიტომ, რომ ცხიმი და შაქარი ენერგიისთვის აუცილებელია, ხოლო მარილი – უჯრედული ცვლის მხარდასაჭერად და სისხლის ნორმალური მიმოქცევისთვის. არაფერი გასაოცარი!

9. ხილის სალათი და დაფქული ჩილეს წიწაკა

მექსიკური კერძი თქვენი გემოს რეცეპტორებისთვის ნამდვილი დღესასწაულია. კაპსაიცინი, რომელიც ჩილეს წიწაკაში უხვად გვხვდება, ხილის სიტკბოს აძლიერებს. მსგავსი ექსპერიმენტისთვის მანგო და ანანასი გამოგადგებათ.

10. შავი ხიზილალა და თეთრი შოკოლადი

ჰესტონ ბლიუმენტალმა, ცნობილმა ბრიტანელმა მზარეულ-ალქიმიკოსმა პრაქტიკაში დაამტკიცა, რომ თეთრი შოკოლადის და შავი ხიზილალის ტანდემი მაქსიმალურად წარმატებული კავშირია. ყველაფერი ახსნადია: ხიზილალასა და თეთრ შოკოლადში ბევრი ამინომჟავა გვხვდება, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. მთავარია, ენა არ გადაყლაპოთ!

11. მარწყვი და ბალზამის სოუსი

ჩვეულებრივ, მარწყვს ნაღებთან ან არაჟანთან და შაქართან ერთად მიირთმევენ. ჩვენ კი გირჩევთ გასაოცარი კენკა ბალზამის სოუსთან ერთად მიირთვათ. სიტკბოს და სიმჟავის კომბინაცია გამამხნევებელი ელექსირია, ამასთან დაბალკალორიულია.

12. ხორცი და შოკოლადი

ასეთი კომბინაცია ძალიან საეჭვოდ გეჩვენებათ, მაგრამ არა მექსიკელებისთვის, რომლებიც წვნიან ხორცს შოკოლადის სოუსთან, მიწისთხილთან, სეზამის თესლთან და სანელებლებთან ერთად აცხობენ. შოკოლადი ხორცს არბილებს და ხავერდოვანს ხდის, მისი გემო კი დაუვიწყარია. ტკბილეულის მოყვარულებს ასეთი კერძი მოეწონებათ.

13. მუქი შოკოლადი და კეტჩუპი

მორიგი სიგიჟე, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს. სავარაუდოდ, კეტჩუპს კარტოფილს ან ხორცს ასხამთ, მაგრამ არა შოკოლადს. აღმოჩნდა, რომ მუქ შოკოლადში პომიდვრის ნოტებია, რომელთაც პომიდვრის სოუსი აძლიერებს, ნებისმიერი ტკბილეულის გემოს ამდიდრებს.

ერთი შეხედვით უჩვეულო გასტრონომიული ექსპერიმენტები ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ ერთხელ ცდა ღირს, რომ თითები ჩაიკვნიტოთ!