რატომ არის აუცილებელი ტორტის გამოცხობა ყოველ დღესასწაულზე

1218

ჩვენს ოჯახში არცერთი დღესასწაული არ აღინიშნება ყველასთვის საყვარელი, უგემრიელესი დესერტის-შოკოლადის ტორტის გარეშე.

და დღეს, ჩვენი რედაქცია სწორედ ამ დესერტის მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ.

შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 2 ს.კ. კაკაო

იმგრედიენტები კრემისთვის

  • 200 გრ შაქარი
  • 600 გრ არაჟანი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 4 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 50 გრ კარაქი
  • 4 ს.კ. რძე

მომზადების წესი

1. თავდაპირველად მოამზადეთ ცომი. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, რომ მიიღოთ ბეზეს კონსისტენცია. დაუმატეთ ნახევარი ქილა შედედებული რძე და არაჟანი. ამოიყვანეთ სოდა და დაუმატეთ ცომს. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2. გაყავით ცომი 3 ნაწილად. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, მასში ცომის ერთი ნაწილი მოათავსეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. მზა ბისკვიტი გააცივეთ. ჩააბრუნეთ და მოათავსეთ დიდი ზომის თეფშზე, ზემოდან დარჩენილი შედედებული რძე მოასხით.

3. დარჩენილ ცომს კაკაო დაუმატეთ. ჩაასხით იგი საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ კიდევ ერთი ბისკვიტი. კვლავ გააცივეთ და მზა შოკოლადის ბისკვიტი დაფშვენით პატარა ნამცეცებად.

4. ახლა მოამზადეთ კრემი. ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და შაქარი, გააჩერეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ ათქვიფეთ ეს ნაზავი და დაუმატეთ ვანილის შაქარი. შეინახეთ კრემი მაცივარში, რომ ცოტათი გაცივდეს.

5. შავი ბისკვიტის ნამცეცები კრემში ამოავლეთ და თეთრ ბისკვიტზე დაალაგეთ. ტორტს ზემოდან დარჩენილი კრემი წაუსვით და მოათავსეთ მაცივარში.

6. სანამ ტორტი ცივდება, მოამზადეთ მინანქარი. შეურიეთ ერთმანეთს ყველა საჭირო ინგრედიენტი და ცეცხლზე დაადგით. მოადუღეთ და დამატებით კიდევ 2 წუთი ადუღეთ. მინანქარი სქელი და წელვადი უნდა გამოვიდეს. მზა მინანქარი გააცივეთ.

7. ახლა კი ბოლო შტრიხი-მოასხით ტორტს ზემოდან მინანქარი და კვლავ მაცივარში მოათავსეთ, რომ კარგად გაცივდეს. იდეალური ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ამ გემრიელი და მარტივი ტორტის მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რადგან როგორც ხედავთ, მის მოსამზადებლად არ არის საჭირო დიდი დრო და ზედმეტი ძალისხმევა.