რატატუი ქათმის ფილეთი – წარმოუდგენლად მარტივი და გემრიელი კერძი

1499

ქათმის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს.მაგრამ ყველა მათგანი ვერ დაგეხმარებათ ნაზი და წვნიანი ხორცის მომზადებაში.მაგალითად, თუ ფილეს შეავსებთ ყველითა და ბოსტნეულით,მაშინ კერძის წარმატება გარანტირებულია.ზოგადად, როდესაც კერძი ბუნებრივი ბოჭკოს საფარში მზადდება,ეს მას ჰმატებს ესთეტიურობას რის გამოც ის რესტორნის კერძს ემსგავსება.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ საოცარ რეცეპტს, რომელიც გამოირჩევა მისი სიმარტივის გამო.უფრო მეტიც, ეს კერძი ძალიან სასარგებლო და დაბალკალორიულია.თქვენ დაგჭირდებათ სეზონური ბოსტნეული, თქვენი საყვარელი ფილე და არომატული სუნელების დიდი რაოდენობა.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე-600გ
  • ყაბაბი-1ცალი
  • ბადრიჯანი-1ცალი
  • პომიდორი-2ცალი
  • ზეითუნის ზეთი-5 სუფრის კოვზი
  • ბეგქონდარა(ტიმიანი)-0.5 ჩაის კოვზი
  • ორეგანო-1 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი-1 ჩაის კოვზი
  • ჩილის წიწაკა-10გ
  • მარილი-გემოვნებით
  • შაშკვლამი(ბაზილიკი)-1 ცალი

მომზადება 

1.კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და ქათმის ფილე.დაჭერით ბოსტნეული მრგვლად,ხოლო ფილე გრძელ ნაჭრებად. ღრმა ჭურჭელში ქათმის ფილეს დაუმატეთ ყველა ზემოთჩამოთვლილი სანელებლები,ასევე დაქუცმაცებული ჩილი და შაშკვლამი(ბაზილიკი).


2.ქათამს დაუმატეთ ზეთი და კარგად აურიეთ.დატოვეთ ერთი საათი.ამასობაში საცხობ ფორმაში რიგებად დაალაგეთ ბადრიჯანი, პომიდორი, ფილე და ყაბაყი.


3.კერძს მოაყარეთ წიწაკა და მარილი,ზემოდან წაუსვით ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.გამოცხობის შემდეგ მორთეთ შაშკვლამის(ბაზილიკი)ფურცლებით.


თითქმის დიეტური კერძი, წვნიანი ქათმის ხორცით და არომატული ბოსტნეულით მზადაა.იჩქარეთ კერძის მომზადება ბოსტნეულის სეზონზე.იხელმძღვანელეთ ამ უმარტივესი რეცეპტით და ყველაფერი გამოგივათ.გემრიელად მიირთვით.