ჟოლოს უჩვეულო ლიქიორი: მზადდება 5 წუთში და გაზაფხულამდე გეყოფათ

1706

ბევრმა არ იცის ლიქიორის წარმომავლობის შესახებ, არადა, იგი იმ სამკურნალო ნაყენების ყველაზე ახლო ნათესავია, რომელსაც ადრე ბერ-მონაზვნები ამზადებდნენ. პირველი ლიქიორი კენკრითა და ხილით გაჩნდა იტალიაში, ჯერ კიდევ XIII საუკუნეში. ჯერ კიდევ, ეს ქვეყანა, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიოში ლიდერობს ტკბილი სასმლის წარმოების ასპექტში.

არადა, ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ არაა საჭირო არაფრის ფერმენტირება თვეებისა და წლების განმავლობაში: ინგრედიენტებს უბრალოდ ასხამთ სპირტს და აჩერებთ რამდენიმე წუთით ან ერთი საათით, რათა სასმელი არომატით გაიჟღინთოს. ჩვენი რედაქცია გიზიარებთ საშინაო ლიქიორის რეცეპტს ჟოლოს ბაზაზე.

ინგრედიენტები

  • 450 გ ჟოლო
  • 120 გ შაქარი
  • 400 მლ არაყი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ ჟოლო, სასურველია, შეამოწმოთ თითოეული კენკრა, და ათქვიფეთ ბლენდერში ან დანაყეთ.

2. გააჩერეთ კენკრა ჩართულ ბლენდერში მხოლოდ 2-3 წუთით, მისი წიპწები რომ არ დაიფქვას. როგორც კი ჟოლო ერთგვაროვან, არომატულ პიურედ იქცევა, მოათავსეთ იგი ნახევარლიტრიან ქილაში ან სხვა ჭურჭელში, რომელსაც თავი ეხურება.

3. დაუმატეთ პიურეს ლიმონის წვენი და არაყი, ჩაყარეთ შაქარი და ურიეთ მის გახსნამდე, დაახლოებით 5 წუთით. უმჯობესია, ჭურჭელს თავი დაახუროთ და კარგად შეანჯღრიოთ.

4. გასინჯეთ ლიქიორი შაქრის შემცველობაზე და დაუმატეთ, სურვილისამებრ. შემდეგ სედგით სასმლით სავსე ჭურჭელი მაცივარში 1-2 საათით: ამ დროში ჟოლო დაილექება, თვითონ ლიქიორი კი გაგრილდება.

5. ჩაასხით სითხე დოქში ან ბოთლში ისე, რომ ნალექი ქილის ფსკერზე დარჩეს(მოსახერხებელია საცრის გამოყენება), ან დააყენეთ ლიქიორი უფრო დიდხანს. ნებისმიერ შემთხვევაში, 2 საათის შემდეგ იგი გამოყენებისთვის მზადაა.

საზაფხული, გამაგრილებელი გემო ნამდვილად ყველას მოეწონება. მიირთვით ჟოლოს ლიქიორი თაფლით, შოკოლადით, მყარი ყველით, ხილითა და თხილეულით და, რაც მთავარია, გემრიელად!