ჟიულენი ქათმით, ყველით და სოკოთი ფუნთუშაში. ნოყიერი და არომატული

29

შეუძლებელია, რომ ჟიულენი ქათმის ხორცით და სოკოთი არ შეგიყვარდეთ. არ მინახავს ადამიანი, რომელსაც გემრიელი ხორცის, არომატული სოკოს, ნაზი არაჟნის და ყველის კომბინაცია არ მოსწონს. როცა სუფრაზე ამ კერძს ვხედავ, ხელი თავისით წვდება. არომატული და მადისაღმძვრელი წასახემსებელი ყველის ქუდის ქვეშ გემრიელი სუფრის გასაღებია.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ჟიულენი ქათმით და ყველით ფრანგული კერძია. სახელი ნამდვილად საფრანგეთიდან არის, მაგრამ კერძი პოპულარული საბჭოთა რესტორნებში გახდა. ფრანგები „ჟიულენს“ უწოდებენ არა კერძს, არამედ ბოსტნეულის თხელ ზოლებად ან რგოლებად დაჭრის ხერხს.

როგორ მოვამზადოთ ჟიულენი ქათმით, ყველით და სოკოთი ფუნთუშაში

კლასიკური ჟიულენის მოსამზადებლად არა მხოლოდ ქამა სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. თეთრი სოკო, მანჭკვალა ან მელისყურა გამოიყენეთ. ასე კერძს ტყის არომატებით გაავსებთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ხახვი
  • 200 გ ქათმის ფილე
  • 1 ს/კ კარაქი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 100 გ ყველი „კამამბერი“
  • 1 ჩ/კ ხორბლის ფქვილი
  • 100 გ ხმელი ყველი
  • 550 გ ქამა სოკო
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • 250 გ არაჟანი
  • 8 ფუნთუშა
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი წვრილად დაჭერით. კარაქის და მზესუმზირის ზეთის ნარევში შეწვით.

2. სოკო დაჭერით, 8 ნაჭერი კერძის მოსართავად გადადეთ. დაჭრილი სოკო ხახვს დაუმატეთ.

3. ქათმის ფილე კუბებად დაჭერით და ტაფას დაუმატეთ, როცა სოკოს სითხე აორთქლდება. ინგრედიენტები ქათმის ფილეს გათეთრებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, ნივრის ფხვნილი დაუმატეთ.

4. ყველი ზოლებად დაჭერით, არაჟანთან და ფქვილთან ერთად ტაფას დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

5. ფუნთუშის თავი გადაჭერით და რბილობი ამოიღეთ. ფუნთუშები მზა შიგთავსით გაავსეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.

6. ხმელი ყველი მსხვილად გახეხეთ და ფუნთუშებს დაუმატეთ. 180 გრადუსზე 10-15 წუთით აცხვეთ.

7. ამ დროში სოკოს ნაჭრები მზესუმზირის ზეთში შეწვით. ოხრახუში დაჭერით. ჟიულენი ქამა სოკოთი და მწვანილით გააფორმეთ.

ახლა იცით, როგორ მოამზადოთ ჟიულენი სოკოთი და ქათმით ფუნთუშაში. ასეთი მიწოდება დაგეხმარებათ, როცა სამზარეულოში ამ კერძისთვის პატარა ფორმები არ გაქვთ. ჟიულენი უფრო ნოყიერი და წასახემსებლიდან სრულფასოვანი კერძი ხდება. გემრიელად მიირთვით.