პროდუქტი, რომელიც კლასიკური „ნაპოლეონის“ გემოს ასჯერ აუმჯობესებს

321

კაფეში ან საკონდიტრო მაღაზიებში დესერტების თანამედროვე მრავალფეროვნება თვალებს გვიჭრელებს. ჩიზქეიქი სხვადასხვა შიგთავსით, შოკოლადის ბრაუნი, ფერადი მაკარუნები და სხვა ტკბილეული კლასიკურ დესერტებს ავიწროებს. დიდი არჩევანის მიუხედავად, ჩვენს ოჯახში „ნაპოლეონს“ უპირატესობას ანიჭებენ.

ასეთი ტორტების ცხობა დასავლეთ ევროპაში მე-18 საუკუნეში დაიწყეს. შიგთავსად არა კრემს, არამედ ჯემს იყენებდნენ. იქ მრავალფენოვანი ტექსტურის გამო „ათასფურცელას“ უწოდებენ. რატომ უწოდებენ ჩვენთან „ნაპოლეონს“? პირველი ვერსიის მიხედვით, ეს მხოლოდ „ნეაპოლურის“ დამახინჯებული ვერსიაა. მეორე ლეგენდის მიხედვით, 1912 წელს ნაპოლეონზე გამარჯვების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად კონდიტერმა კრემწასმული ტკბილეული მოიგონა. საინტერესო ვერსიებია.

როგორ მოვამზადოთ „ნაპოლეონი“ მოხარშული კრემით და ალუბლით

„ნაპოლეონი“ მოხარშული კრემით კლასიკაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი დედები და ბებიები აცხობდნენ. ზოგჯერ კლასიკური დესერტის გემო მოსაწყენია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ „ნაპოლეონი“ ალუბლით მოამზადოთ. კენკრა დესერტის გემოს ასჯერ აუმჯობესებს, უფრო წვნიანს და რბილს ხდის.

ინგრედიენტები:

  • 300 გ მარგარინი
  • 125 გ არაჟანი
  • 500 გ ალუბალი
  • 400 გ შაქარი
  • 300 გ კარაქი
  • 545 გ ხორბლის ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 145 გ სახამებელი
  • 500 მლ რძე

მომზადების წესი:

1. 500 გ გაცრილ ფქვილს მარგარინის ნაჭრები დაუმატეთ და ინგრედიენტები სველი ნაფშვენის მიღებამდე აურიეთ.

2. კვერცხის გულები და არაჟანი აურიეთ, შემდეგ ფქვილის და მარგარინის ნაფშვენს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, პარკში გაახვიეთ და ღამით მაცივარში გააჩერეთ.

3. კვერცხის ცილები სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, 200 გ შაქარი დაუმატეთ. 100 გ სახამებელი დაუმატეთ და კრემს აურიეთ.

4. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, ცომი გადაიტანეთ და 6 ნაწილად დაყავით. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და მშრალ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ.

5. ცომს კრემი წაუსვით, ალუბალი მოაყარეთ, ზემოდან მეორე გაბრტყელებული ცომის ფენა დააფარეთ. ჩანგლით დასერეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ. ასე კიდევ 2 ფენა დააცხვეთ.

6. დარჩენილი შაქარი და სახამებელი აურიეთ. თანდათან მდუღარე რძე დაასხით და მოხარშული კრემი მოხარშეთ.

7. კრემი და ცივი კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

8. თითოეულ ფენას კრემი წაუსვით, ერთმანეთს დაადეთ. დესერტი შაქრის ფხვნილით და ფენების ნაფშვენით მორთეთ.

ბევრ გამოცდილ დიასახლისს ტორტი „ნაპოლეონის“ სახლში მომზადება აშინებს. ალბათ, საქმე ბევრ ფენაში და ხანგრძლივ პროცესშია. ნუ გეშინიათ. რამდენიმე მომზადების შემდეგ გაიწვრთნებით და მომზადება დიდ დროს აღარ წაგართმევთ.