პომიდორი ტომატის წვენში

1286

ყოველთვის, როცა ვიკრიბებით მეგობრები ჩაის დასალევად, აუცილებლად განვიხილავთ საინტერესო და გემრიელ რეცეპტებს. რაც უფრო ახლოა შემოდგომა და ზამთარი, მით უფრო მეტს ვლაპარაკობთ ქილებში შენახულ პროდუქტებზე.

ამ რეცეპტის მოპოვებამ მე ძალიან გამახარა, რადგან პომიდორი ტომატის  წვენში მართლაც, რომ საუკეთესო აღმოჩენაა. მთელი უცნაურობა იმაშია, რომ თქვენ იღებთ ორ კერძს ერთის ნაცვლად – ტომატის წვენს და დამწნილებულ პომიდორს.

ინგრედიენტები

  • ტომატის წვენი 1ლ
  • პომიდორი 2კგ
  • შაქარი 2 ჩაის კოვზი
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • სურნელოვანი წიწაკა 6 ცალი
  • შავი წიწაკა (მარცვალი) 10 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • ძმარი 2 ჩაის კოვზი
  • ნიორი 3 კბილი

მომზადება

1.გამდინარე წყალში გარეცხეთ პომიდორი და გადაარჩიეთ, რადგან თითოეულო პომიდორი უნდა იყოს უნაკლო.

2.გაასტერილეთ ქილები, თითოეულის ძირზე მოათავსეთ 2 ცალი სურნელოვანი წიწაკა, 3 ცალი შავი წიწაკის მარცვალი და 1 ცალი დაფნის ფოთოლი. ამოავსეთ ქილები პომიდვრით და დაასხით ადუღებული წყალი 5-10 წუთით. მითითებული დროის გასვლის შემდგ წყალი გადაასხით.

3.ტომატის წვენი ჩაასხით ქვაბში და ნელ ცეცხლზე აადუღეთ. დაუმატეთ მარილი, შაქარი და აადუღეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჩაასხით ძმარი და კარგად მოურიეთ.

4.ქილაში მოტავსებულ პომიდორს დაასხით ტომატის წვენი სანელებლებით, დააფარეთ თავზე გადმოაბრუნეთ და შეფუთეთ. დატოვეთ სრულ გაგრილებემდე.

მზა პომიდვრები შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მითითებული ინგრედიენტებისგან უნდა გამოგივიდეთ 2-3 ცალი ლიტრიანი ქილა. ამ მეთოდით მომზადებული პომიდვრები ძალიან უხდება ხორცს და თევზს. მოამზადეთ იამოვნებით და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების ჩვენთან ერთად!