პომიდორი ზამთრისთვის: როგორ დავამწნილოთ მარტივად

270

ბებია ამ რეცეპტის მიხედვით ამზადებდა პომიდორს ზამთრისთვის. სოფელში დიდ პლასტმასის ბოცებში ატავსებდა პომიდორს, მე ბინაში ვცხობრობ ამიტომაც გადავწყვიტე პლასტმასის ჭურჭელში მოვამზადო.

ინგრედიენტები

  • წყალი 2,5ლ
  • მარილი 170გ
  • შაქარი 25გ
  • ოხრახუში გემოვნებით
  • კამა
  • პირშუშხას ფოთლები 2 ცალი
  • წიწაკა ჩილი 1 ცალი
  • ნიორი 5-6 კბილი
  • მდოგვის ფხვნილი 2 ჩაის კოვზი
  • პომიდორი 2-4კგ

მომზადება

1.გარეცხეთ პომიდორი, მოათავსეთ პირსახოცზე გასაშრობად. პლასტმასის ჭურჭელი გარეცხეთ სოდით.

2.პირშუშხას გარდა დანარჩენი მწვანილი გარეცეხთ და მოათავსეთ ჭურჭლის ძირზე. ზმოდან გადაანაწილეთ პომიდორი, წიწაკა და პირშუშხას ფოთლები.

3.მოვამზადოთ მარილწყალი. აადუღეთ წყალი და გააგრილეთ. გახსენით მასში მარილი და შაქარი. ჯამში ჩაასხით მიღებული მასა. პირშუშხას მოაყარეთ მდოგვი და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!