პომიდვრის კონსერვის საუკეთესო რეცეპტი

2067

პომიდვრის კონსერვის ეს რეცეპტი მამაჩემმა გამიზიარა. მერწმუნეთ, პომიდორი ძალიან ბევრი რეცეპტით მომიმზადებია, მაგრამ ასეთი ბუნებრივი გემო არცერთს ჰქონია!

  • თუ აქამდე პომიდვრის კონსერვი ამ რეცეპტით არ მოგიმზადებიათ, აუცილებლად სცადეთ! დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოგეწონებათ.
  • მის მოსამზადებლად ყოველთვის ორი სახის პომიდორს ვყიდულობ.
  • ერთი სახის პომიდვრებს ქილაში მთელს ვათავსებ.
  • მეორე სახის პომიდვრები კი წვნიანი და დიდი ზომისაა, რომლებსაც წვენისთვის ვიყენებ.

როგორ მოვამზადოთ:

სოდით გარეცხეთ ლიტრიანი ქილები. თითოეულ ქილაში მოათავსეთ კამის ღეროები, თითო კბილი ნიორი, 2-3 ბაჰარის მარცვალი, 4-6 შავი პილპილის მარცვალი, 1 ც დაფნის ფოთოლი და 2-3 ნაჭერი ცხარე წიწაკა (0,5 სმ-იანი ნაჭრები).

მჭიდროდ ჩაალაგეთ პომიდვრები. მე 2 კგ პომიდორს ვათავსებ 3 ლიტრიან ქილაში.

მოამზადეთ წვენი:

  1. პომიდორს ვჭყლეტ, თუ ისინი ძალიან წვნიანია, 1 კგ-დან 1 ლიტრი წვენი გამოდის და 2 ქილას ავსებს. თუ ზედმეტი წვენი მოგრჩათ, შეგიძლიათ პომიდვრების გარეშე მოხუფოთ, იგი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის.
  2. გაზომეთ წვენის მოცულობა და გათვალეთ, რამდენი მარილი და შაქარი უნდა დაუმატოთ.
  3. 1,5 ლ წვენს უნდა დაუმატოთ 1 ჭიქა შაქარი (45 გრ) და 0,5 ჭიქა მარილი (30-35 გრ)
  4. დაადგით წვენი ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთით, შემდეგ კი პომიდვრით სავსე ქილებში ჩაასხით, მაგრამ ბოლომდე არ გაავსოთ.
  5. დაახურეთ ქილებს თავსახური და მოათავსეთ ქვაბში სტერილიზაციისთვის.
  6. ლიტრიანი ქილები დაასტერილეთ 15-20 წუთით. 20 წუთის შემდეგ მოხუფეთ, ჩააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ თბილ ადეალაში სანამ მთლიანად გაცივდება.

გემრიელად მიირთვით!